Thursday 24 September 2009

მეცნიერება ჟურნალისტიკა

ლექტორობა მინდა... პრაქტიკულ ჟურნალისტიკასთან ერთად, რა თქმა უნდა. რამდენიმე ინსტიტუტს მივაკითხე, იქნებ რამეში გამოგადგეთ და მეც ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილებას მივიღებ-მეთქი (მომავალში ლექტორობის პერსპექტივით). მომავალ კვირას გავიგებ ვინმე თუ დაინტერესდა ჩემით და რამეს თუ დამავალებენ. შარშან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში კონფერენციისთვის მოვამზადე თემა ქართულ მედიაში გენდერულ როლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. ძალიან სუსტი და არაფრისმთქმელი კი გამოვიდა, მაგრამ მე გულით ვეცადე, კარგი ყოფილიყო : )) ამ ზაფხულსაც მინდოდა რამე გამეკეთებინა, თუმცა ბოლოს თავი შევიკავე, ცოტა ხანში მედიის კვლევის მეთოდებს გავივლი და უფრო აზრიანად დავწერ, იმედია.
საერთოდ ჟურნალისტიკის მეცნიერება საქართველოში მგონი არ არსებობს. დიდი ხანია ვეძებ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულები არიან მედია-კვლევით და ახდენენ დაკვირვებას როგორ შუქდება ესა თუ ის საკითხი, ზოგადად როგორ ვითარდება მედია, გამოსცემენ რეკომენდაციებს და ა.შ. საერთოდაც რომ არ არსებობდნენ მსგავსი ორგანიზაციები, არც ეგ გამიკვირდება. არ მაქვს ილუზია, რომ სხვა დარგების განვითარების გარეშე მედია შეიძლება ყვაოდეს... მედია ხომ ბიზნესის ერთი სახეობაა და ბიზნესის სხვა სახეობების განვითარების პროპორციულად ვითარდება...

3 comments:

  1. დაგამატე შენცა :)

    ReplyDelete
  2. მეც მომწონს ლექტორობა და მგონია, რომ ეს საქმე ბევრად უფრო ახლოსაა ჩემთან, ვიდრე პრაქტიკული ჟურნალისტიკა, ამ სფეროში ჩემს თავს დიდად ვერ ვხედავ :|
    წარმატებები, ნინ!

    ReplyDelete
  3. მადლობა, სოფი, შენც :*
    ერთად ვილექტოროთ :))

    ReplyDelete