Friday 4 June 2010

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მორიგი აქცია


“მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” ამ ლოზუნგებით “თავისუფლების ინსტიტუტთან” “სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ” აქცია-ბრიფინგი გამართა. მათი ძირითადი მოთხოვნა 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება იყო, თუმცა ისინი ასევე მოითხოვდნენ, “თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობის აკრძალვას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ლეიბორისტების”, „კონსერვატორების“, „თავისუფლების“ და „გამარჯვების" ახალგაზრდული ფრთის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები „თანასწორობის ინსტიტუტი“, “ერეკლე II-ის საზოგადოება”, ახალგაზრდული მოძრაობა „არა!" და “წინ.”

ჟურნალისტებისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ, მათ კართან განცხადება, “მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!” დატოვეს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თანამოაზრეების გათავისუფლების და „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პატრიარქის სახელზე წერილების გაგზავნას გეგმავენ.


აქციაზე არ იყვნენ ორგანიზაციების მხარდამჭერები და არც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ ყოფილა გამოხმაურება. აქცია ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, ნახევარ საათში დასრულდა.

6 comments:

  1. chemi ckviani da kaaargi jurnalisti... chami nichieri gooogoo:****

    ReplyDelete
  2. ვაიმე :)

    ”ქრისტეანული” - ეს რაიმე ახალია??? :)))))

    გაუნათლებლობა ეტყობა მოდაშია ეხლა

    ReplyDelete
  3. Dv0rsky

    თავიდან მეგონა, უბრალოდ მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ იმდენგან ეწერა „ქრისტეანული“, რომ .... რა ვიცი, რა ვიცი...

    უი, მეორე ტექსტის ფოტოც მაქვს, ჯელალედინზე, დავდებ ახლავე.

    ReplyDelete
  4. ნეტა მართლა დააპატიმრონ რა :))))

    ReplyDelete
  5. 'ქრისტეანული' - ფუძე-სახელს არ 'კვეცენ', ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაა ენაში, შეცდომა არაა. არც უცოდინრობაა: თუ შეუსწორებ, აგრესიულ სიბრიყვეს მოისმენ, დაგისაბუთებს, რომ ღმერთის სახელი არ უნდა დამახინჯდეს.

    ReplyDelete
  6. იდიოტების ბრბო

    ReplyDelete