Thursday 4 February 2010

ერთი ბრუნვა ხომ არ დავამატოთ ქართულ ენას?

თქვენი არ ვიცი და მე კი საშინლად მაღიზიანებს ეს `შუაქალაქიზაცია` მთელ საქართველოში. უნივერსიტეტში, ქუჩაში ყველგან `შუა ქალაქის` ტერმინებით ლაპარაკობს ხალხი, რა უბედურებააა, ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ხალხიც კი `მაგარ`, `მშვენიერ` გაიძახის. ეს სერიალი მომწონდა აქამდე და უკვე ვეღარ ვუყურებ ამდენი `შუაქალაქიზაციის` მერე.
თუ პროცესი კიდევ გაგრძელდა და კიდევ არ დაივიწყა ხალხმა სიტყვის ბოლოხმოვანის ჩამოკვეცა, სავარაუდოდ, ქართული ენის გრამატიკაში ცვილებები უნდა შევიტანოთ. ეს სიტყვები ფორმით ზოგჯერ შედგენილი შემასმენლია, ზოგჯერ წოდებით ბრუნვას ჰგავს, ამიტომ შემოვიტანოთ ახალი ბრუნვა და დავარქვათ დათური ან შუალობითი ან რამე ისეთი სიტყვა, რაც ბრუნვის წარმოშობას უკავშირდება.

3 comments:

  1. ,,შუა ქალაქი" მართლა მაგრად მომწონს, მაგრამ ის, რომ ყველა ამ სერიალის გმირებს ბაძავს დიდად არ მხიბლავს, თუმცა, ნუ შიშობ, მანდ აგორებულ ხუმრობებს ხალხი გაცვითავს და ისევე დაივიწყებს, როგორც ერტ დროს, აიტაცა :))))

    ReplyDelete
  2. სოფლელობაა : )) საერთოდ, ქართული სერიალის გმირების ტერმინებით ლაპარაკი მაინცდამაინც მაღალი დონის მაჩვენებელი არაა, პირადად ჩემთვის

    ReplyDelete
  3. ხოდა ჩვენ სოფლელებს ვისაც გვიყვარს და ვიტაცებთ მაგ ტერმინებს გაგვატარეთ არა სოფლელებმა :D

    ReplyDelete