Thursday 4 February 2010

რა წესით დებენ კომპანიები ვაკანსიებს jobs.ge-ზე და რას ნიშნავს ობიექტური PR მენეჯერი

სტატიას ვაკეთებ დასაქმებაზე და jobs.ge-ს კარგად შესწავლა მომიწია. აღმოვაჩინე, რომ ყველა ვაკანსია, რომელიც გამოცხადებულია PR სპეციალისტის პოზიციაზე, აბსოლუტურად იდენტურ ძირითად მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პასუხისმგებლობის სფერო/კომპეტენციას და ძირითად ფუნქციებს მოიცავს.
გასაგებია, რომ სავარაუდოდ, განცხადებებს საიტის ადმინისტრაცია წერს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ აქვს დამსაქმებელს პრეტენზია, რომ თავად განსაზღვროს რა სჭირდება მის ორგანიზაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ორგანიზაციები განსხვავებული პროფილისაა.

ცოტა ეჭვიც კი მიჩნდება, ეს განცხადებები ფორმალობას ხომ არ წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, სულერთი ხომ არ ხდება კომპანიისთვის რა მოთხოვნები იქნება მის ვაკანსიაზე.

და კიდევ, ყველგან პირველ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში პირველ ადგილზე წერია ობიექტურობა, ვერაფრით მივხვედრივარ რას ნიშნავს PR სპეციალისტის ობიექტურობა.

ესეც ზემოხსნებული განცხადებები

http://www.jobs.ge/geo/21871/
http://www.jobs.ge/geo/21767/
http://www.jobs.ge/geo/21719/

2 comments:

  1. საიტის ადმინისტრაცია არც ერთ განცხადებას არ წერს. უბრალოდ, დამქირავებელთა დიდი ნაწილი თითქმის ერთ და იმავე ტექსტს იყენებს.

    ReplyDelete
  2. lexo

    მით უარესი, თუ საიტის ადმინისტრაცია არ უწერს, გამოდის ერთმანეთისგან იწერენ...

    დიდი მადლობა კომენტარისთვის.

    ReplyDelete