Saturday 27 March 2010

თსუ-ს სტუდენტური გაზეთები: მოგონებები, სიახლები და პრობლემები


უცნაურია, მაგრამ 2006 წელს, როცა სტუდენტი გავხდი, ერთადერთი სტუდენტური გაზეთი იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა. გაზეთს საკმაოდ საბჭოური სახელი, `ახალგაზრდა იურისტი` ერქვა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გამოდიოდა, რაც, ჩემი აზრით, საკმაო შეზღუდვებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთადერთ სტუდენტურ გაზეთში წერა გადავწყვიტე. უზომოდ გამიხარდა, როცა ერთ დღეს აჩიკო კაიკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ასე დაიწყო და დაიწყო : ))

გაზეთის წევრები უნივერსიტეტში საკმაოდ აქტიური და მოაზროვნე სტუდენტები აღმოჩნდნენ. თვეში რამდენჯერმე მე-8 კორპუსში, გაზეთისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში ვიკრიბებოდით ე.წ. სხდომებზე. ვკამათობდით ბევრს, თუ რა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო, ვინ რას დაწერდა და ასე შემდეგ.
ერთი წლის შემდეგ `ახალგაზრდა იურისტი` `თსუთაიმსმა` შეცვალა.
ამ გაზეთებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდენტები ვაკეთებდით. ჩვენ ვწერდით, ვარედაქტირებდით, ვავრცელებდით და ხანდახან ჩვენვე ვკითხულობდით (აჩი, არ გეწყინოს :) ) თუმცა, რედაქციის გული და სული, მამა და ბურჯი, უპირობოდ აჩიკოა. ჩემთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე და იყოს მისი ერთგული.

ერთი საინტერესო პროცედურა გვქონდა გასავლელი რედაქციას ყოველი არჩევის მერე (წლის დასაწყისში ახალი რედაქცია კომპლექტდებოდა ხოლმე), ვირჩევდით მიმართულებების ხელმძღვანელებს, პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელს, პიარმენეჯერს :) თქვენ წარმოიდგინეთ და პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობის პატივი მეც მხვდა :) , თუმცა დიდხანს აღარ გავჩერებულვარ და მალე, შარშან დეკემბრის ბოლოს დავტოვე რედაქცია. მიმაჩნდა, რომ გაზეთში ჩემი თავი ამოვწურე, ახალს ვერაფერს ვაკეთებდი და გაზეთისგანაც მივიღე ყველაფერი, რაც უნდა მიმეღო: გავიცანი უნივერსიტეტში ძალიან აქტიური სტუდენტები, ვიყავი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში :) , გამოვიმუშავე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარები. თანაც იმდროისთვის რამდენიმე გაზეთში დავიწყე წერა და, უბრალოდ, ვეღარ ვასწრებდი.
როცა გაზეთიდან წამოვედი, ბევრი ძალიან თბილი sms მივიღე, ბანალურია, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ მართლა ღირდა ჩემი სტუდენტობის ამ საქმისთვის დათმობა. ჩემი ადგილი კი ნათია თამაზაშვილმა, ძალიან ჭკვიანმა და მოტივირებულმა ადამიანმა დაიკავა . დღეს გავიგე, რომ ნათია მე-3 კურსის სტუდენტმა ნინი ჯაჯანიძემ შეცვალა. მე მგონი, ნინის ყველაზე რთულ დროს უწევს გაზეთის მართვა, როცა `თსუთაიმს` ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ ონლაინ უწევს მუშაობა. მე მთელი გულით ვუსურვებ ნინის წარმატებებს და გაზეთის ფეხზე დაყენებას.

11 comments:

  1. Tsutimes უნდა აღდგეს და განვითარდეს. საუნივერსიტეტო ჟურნალისტური სკოლა უნდა იყოს ძლიერი, რაც არ არის. ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რათა ვერავინ გაბედოს თსუ-ში თავისუფალი ადამიანებისა და თავისუფალი მედიის მიმართ თითის ქნევა.
    ნინო, შენ ძალიან დიდი მადლობა, მუდამ გულშემატკივრობისა და სწორი პოზიციისათვის. მხოლოდ შენნაირი ჟურნალისტები სჟირდება დღეს ქართულ მედია-სივრცეს....

    ReplyDelete
  2. სალო27/3/10 12:28 pm

    აჩის ვეთანხმებიიი !! ნიიი წინ წარმატებისაკენ! ასევე "Tsutimes" ---> წარმატებები )

    ReplyDelete
  3. ნამდვილად, აჩი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გაზეთის შენარჩუნებისათვის. მადლობა დაფასებისთვის:* შემრცხვა პირდაპირ :)))

    სალ, რაში ეთანხმები, ჩემისთანა ჟურნალისტების საჭიროებაში? :))))))))))) მომწონს, მომწონს :*

    ReplyDelete
  4. Lana Chakhunashvili27/3/10 1:07 pm

    მეც შემოგიერთდებით და ჩემის მხრივ “tsu times” ვუსურვებ წარმატებებს და განვითარებას, უკვე არამარტო საუნივერსიტეტო სივრცეში. მე პირადად, ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, როდესაც წილად მხვდა პატივი ვყოფილიყავი ამ გაზეთის რედაქციის წევრი, იმ რედაქციის, რომელიც მუშაობდა გუნდური პრინციპით და იყო მართლაც და ერთი დიდი ოჯახივით. სამწუხაროდ, იყო კრიზისული პერიოდებიც, რომლებმაც ჩაიარეს, თუმცა არა უკვალოდ. ცალკე ყურადღება მინდა გავამახვილო ჩემს არჩილზე, უნიჭიერესსა და უზარმაცეს არსებაზე, ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა, აჩიკო რა ნიჭს კარგავ, გააქტიურდი!!!
    “tsu times” ახალ რედაქციას ვუსურვებ ყოვეელივე საუკეთესოს, ღირსეულად გაგეგრძელებინოთ ის დიდი საქმე რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში წამოიწყეს და აქამდე მოიტანეს თქვენმა წინამორბედებმა, ინტელექტუალმა და ღირსეულმა ახალგაზრდა სტუდენტებმა. P.S. ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა...

    პერსონალურად ნინო გელაშვილს!

    ნინო, ძვირფასო, ჩემი ერთადერთი სათხოვარია ბოლომდე მოახდინე შენი ღვთისგან ბოძებული ნიჭის რეალიზება, არ დაემსგავსო აჩიკოს :) აბა შენ იცი, გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete
  5. "თსუ თაიმსს" წარმატებები!!!

    პ.ს. ნიი, მიყვარხარ.ჩემი ყველაზე ჭკვიანი:*:*

    ReplyDelete
  6. პ.ს.ს. ზემოთა კომენტარის ავტორია სალომე ცეცხლაძე :))))

    ReplyDelete
  7. Lana Chakhunashvili

    მადლობა, ლან, გაიხარე, მიყვარხარ ძალიან :*

    სალომე ცეცხლაძე

    მეორე კი არადა, მესამე კომენტარი აღარ იყო საჭირო, მაგის გარეშე დატოვება სჯობდა :)))

    Zurriuss

    რასთან დაკავშირებით იყო ეს შორისდებული ნათქვამი? :)))

    ReplyDelete
  8. გაიხარეთ,თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! თუკი თსუ თაიმსი იყო, ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ამ გამოცემას დიდი სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და საერთო განცდით ქმნიდა. და რაკი ასეთები ვართ, ყველაფერი კარგად იქნება! მთავარია, თაობამ იწამოს, რომ შეუძლია. ჩვენ მთებს შევძრავთ!!!

    ReplyDelete
  9. ნინო, მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდურ პრესას არ ვეცნობი, ვიცი შენი შრომისმოყვარეობის ამბავი და ამიტომ ვენდობოდი ამ გამოცემას.
    [ის რომელი გაზეთი იყო, ჩემი პოსტი რომ დაბეჭდეთ?]

    უნივერსიტეტში აუცილებელია გაზეთის არსებობა და ობიექტურად გაშუქება, თუ რა ხდება და იმდენი ფული სად მიდის, რაც მთელი 4 წლის განმავლობაში მაინტერესებდა და ისე დავამთავრე, მაინც ვერაფერი გავიგე.

    ReplyDelete
  10. Anonymous

    აჩი ხარ ხო? :))

    Sophie Golden

    მადლობა, სოფი :*
    შენი პოსტი იყო „თავისუფალ ხედვაში“. პრინციპში,ჩვენ საკმაოდ ბევრი სტატია დავუთმეთ უნივერსიტეტის ბიუჯეტის თემას :)

    ReplyDelete