Wednesday 10 November 2010

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა (832) დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ქვეყნიდან გაგზავნილების რაოდენობას (215) (საიტზე 2010 წლის მონაცემი ჯერჯერობით განთავსებული არ არის).

ჩამოსულების დიდი ნაწილი ინდოელი, აზერბაიჯანელი ან თურქია. ქართველი სტუდენტების უმეტესობა კი სასწავლებლად ევროპის ქვეყნებს ირჩევს.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რომელი პროგრამების ფარგლებში და სწავლების რომელი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) წასული ან ჩამოსული სტუდენტების მონაცემებია აღრიცხული, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის ყველა პროგრამას მოიცავს.

დეტალური სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

2 comments:

  1. აბა ევროპიდან აქ ვინ ჩამოვიდოდა :)

    ReplyDelete
  2. :)
    აუ, მართლაც, მეტროში რომ ჩვდივარ იმდენი ინდოელი მხვდება ხოლმე, თავი ინდოეთში მგონია :)

    ReplyDelete