Thursday 30 December 2010

4 წლიანი მოლოდინის შემდეგ

თსუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო. ა-დან მ-მდე გვარების დიპლომებია ჯერჯერობით მზად. აღმოჩნდა, რომ დამატებითი სპეციალობა დიპლომში მართლაც არ იწერება, სამაგიეროდ, მოჰყვება 15 გვერდიანი დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, თითოეულ საგანში მიღებული ქულაც კი. დიპლომები არის ლურჯი და წითელი ფერის. როგორც მახსოვს, წითელს GPA 3.45-ის ქონის შემთხვევაში გასცემენ. რადგან ბევრი მეკითხება რა საბუთებია საჭირო დიპლომის გამოსატანად, გადავწყვიტე ბლოგზე მოკლედ ჩამომეწერა.
1. ცნობა მაღლივის ბიბლიოთეკიდან, რომ წიგნები გატანილი არ გაქვთ;
2. ცნობა სტუდენტთა საფინანსო განყოფილებიდან (მე-2 კურპუსი, 153 ოთახი, მაია კობახიძესთან), თუ უფასოზე იღავით, ეს ცნობა არ დაგჭირდებათ;
3. პირადობის მოწმობა;
ამ საბუთების მოგროვების შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ მე-2 კორპუსს,მე-2 სართულზე სასწავლო დეპარტამენტს და მოითხოვოთ დიპლომი მე-3 და მე-4 მაგიდებთან. სიაში მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევთ და 2 წუთში თავისუფალი ხართ.
დიპლომის სხვაზე გაცემა შეიძლება მხოლოდ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის ქონის შემთხვევაში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, თსუ-ს ფილიალის სტუდენტებისთვის - სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა პირადობასთან ერთად უნდა წარადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტი გასცემს, დანარჩენი ფილიალის კურსდამთავრებულებმა - მხოლოდ პირადობა.

15 comments:

  1. ჩემი წითელდიპლომიანიიი :*

    ReplyDelete
  2. მე 2004-ში მაქვს დიპლომი აღებული და ახლა რომ მივიდე შემიცვლიან? თუ კი, მაშინ რა დამჭირდება?
    + რადგან ინგლისურადაც არის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება დაჭირდება თუ არა საზღვარგარეთ გასაგზავნად?

    :)

    ReplyDelete
  3. nick_el_son

    ხვალ გეტყვით ზუსტად.

    ReplyDelete
  4. მადლობა წინასწარ :)

    ReplyDelete
  5. nick_el_son

    დღეს ვიკითხე და ახალი სტანდარტით არ გასცემენ ძველ დიპლომებს, არც ინგლისურად ნათარგმნი დანართი მოჰყვება, თუ სადმე გთხოვენ, მოგიწევთ ათარგმნინოთ და ნოტარიულად დაამტკიცოთ.

    მეც რომ გამომქონდა, მაშინ ერთმა ბიჭმა გამოიტანა, რომელსაც 2 წლის წინ ჰქონდა დამთავრებული და სხვანაირი დიზაინი ჰქონდა, პატარა და დაკეცილი იყო.

    თუ დაკარგული გაქვთ და აღდგენას გადაწყვეტთ, თქვენი რაიონის პოლიციაში უნდა განაცხადოთ და ამის საფუძველზე იქვე მიიღებთ ცნობას, რომ დაკარგული გაქვთ. ამ ცნობით და პირადობით მიაკითხებთ უნივერიტეტს, სადაც აღგიდგენენ დიპლომს.

    ReplyDelete
  6. არა დაკარგული არა მაქვს..
    უბრალოდ მეგონა რომ საგნების შეფასებებს გადააკეთებდნენ თავიდან ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით (და არა "კარგი" და "ჩათვლა" როგორც ჩემსაში წერია)...
    მომიწევს ესე იგი თარგმნა :|


    მადლობა კიდევ ერთხელ :)

    ReplyDelete
  7. უი, ქულებზე არ მიკითხავს, შეიძლება ეგ ახალი სტანდარტით იყოს, არ დამიზუსტებია, თუ მოვხვდი ისევ ამ დღეებში, ვიკითხავ :(

    ReplyDelete
  8. da diplomshi qulebi ar weria qulebis purcels calke gadzleven xo?

    ReplyDelete
  9. Anonymous

    ხო,დიპლომში არ წერია ქულები, მოჰყვება 15–გვერდიანი დანართი, სადაც თითოული საგნის ქულა წერია და სხვა ბევრი რამ კიდევ :)

    ReplyDelete
  10. Da rodis unda mivitanot es yvelaferi? dros uni gvetyvis da mashin tu rogor xdeba?

    ReplyDelete
  11. არ ვიცი როდის უნდა მიიტანოთ. მე ზაფხულში რომ დავამთავრე, დეკემბრის ბოლოს იყო დიპლომი მზად.

    ReplyDelete
  12. გამარჯობა, ნინო. ძველი პოსტია, მაგრამ ახლა ვნახე :) ხომ არ იცით იმ დანართს, სადაც საგნის ქულები წერია, დასაქმებისას ითხოვენ?

    ReplyDelete
  13. 3.4-ზე წითელი დიპლომი არ გაიცემა?

    ReplyDelete
  14. არა

    ReplyDelete
  15. დიპლომში არც ის წერია A ზე ასრულებ ნაშრომს თუ c ზე?

    ReplyDelete