Sunday 18 July 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რამდენიმე დღის წინ კიკიტომ დამთაგა თემაზე: 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ პირადი ამბები მკითხველს თავს არ მოვახვიო, სიამოვნებით ვიღებ პირველ დათაგვას და ჩამოვწერ 5 რამეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ახლა მახსენდება.

1. მიყვარს მომენტი,როცა მასალაზე მუშაობას დავასრულებ და რედაქტორს გადავუგზვნი. მძიმე ტვირთი მეხსნება ხოლმე ამ დროს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რთული თემა იყო და დიდხანს მიწევდა ამაზე მუშაობა. ასეთ დროს სტატიის ბოლომდე მიყვანამდე განცდებსა და ფიქრებში ვარ და ვერ ვისვენებ ხოლმე.

2. მიყვარს თავის მოვლა, განსაკუთრებით მანიკურის გაკეთება. ეს ჩემთვის როგორი წმინდა პროცედურაა ვერ წარმოიდგენთ :)

3. მიყვარს ჩემი სახლი და სახლის სრულყოფილად დალაგება. სახლი თუ ბოლომდე კარგად დალაგებული არ არის, ვერ ვისვენებ.

4. მიყვარს ტრეინინგები, განსაკუთრებით ქალაქგარეთ :) გუშინ ჩამოვედი ბაზალეთიდან, ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე ტრეინინგი და შეიძლება ემოციის გამო მოხვდა ეს პუნქტი ამ სიაში :)

5. მიყვარს ზაფხული. ეს სიყვარული, მე მგონი, წინა წლებიდან ინერციით მომყვება. მაშინ ზაფხული მთლინად უსაქმურობის, გართობის და დასვენების პერიოდი იყო. დღეს მთლად ასე არაა, თუმცა წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღეები, ალბათ, წელსაც ზაფხულში იქნება.

ესაა ის ხუთი, რაც ამ წუთში გამახსენდა. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მახსენდებოდა ვწერდი.
მადლობა კიკიტოს. მე ვთაგავ ლათათიას ბლოგს

2 comments:

  1. პირველი პუნქტი ჩემთვისაც გასაგებია! ნუ, მე სტატიებს არ ვწერ და რედაქტორს არ ვუგზავნი, მაგრამ რაღაც საკითხზე მუშაობას რომ დავასრულებ და უფროსს შევუტან, მეც ვთავისუფლდები თითქოს. სახლის დალაგაებაც მიყვარს. აი, რაღაც რომ მაქვს გასაკლეთებელი, კომიუტერთან ვერ ვჯდები თუ სახლი ბოლომდე არ მოვაწესრიგე!

    ReplyDelete
  2. სახლის დალაგება ყველაზე ძალიან არ მიყვარს, მითუმეტეს-სრულყოფილად... :(

    ReplyDelete