Thursday, 11 February 2010

12 რჩევა ჟურნალისტებს

რამდენიმე თვის წინ თსუ-ში ლექციების ჩასატარებლად ჩამოსული იყო ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი გიუნტერ ფონ ლოევსკი. კურსი რომ საინტერესო იქნებოდა, ამას თქვენითაც მიხვდებით...
დღეს ძველ ბლოკნოტში შემხვდა ამ ლექციების ჩანაწერები და გადავწყვიტე ბლოგზე დამედო ლოევსკის 12 რჩევა ჟურნალისტებს.
ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს აღმოაჩენთ :)
1. იყავი ყოველთვის ყურადღებით და კარგად დააკვირდი;
2. ბევრი ცოდნა შეიძინე;
3. იკითხე მუდმივად და კრიტიკულად. შეადარე შენი ნამუშევრები სხვისას;
4. ყოველდღე გაიცანი მინიმუმ 3 ადამიანი;
5. გამოიჩინე ინიციატივა და იყავი კრეატიული;
6. იყავი ბეჯითი, მომთმენი და საფუძვლიანი;
7. არ იყო პარტიული, იყავი მიუკერძოებელი და ყოველთვის მოუსმინე მეორე მხარეს;
8. როგორც ჟურნალისტს, გეჭიროს დისტანცია ყველასა და ყველაფრისადმი;
9. გაიზიარე ყველას ინფორმაცია და აზრი არ აურიო ერთმანეთში;
10. ილაპარაკე გასაგებად, მოერიდე რთულ ენას და მცდარ სათაურებს;
11. თავი აარიდე ვრცელ შესავლებს;
12. ისწავლე წერტილის დასმა. შეწყვიტე, როცა მორჩები.

13 comments:

  1. ეჰ სად არ იყავი მერიკო ტორაძის ლექციაზე ,ამ თემას რომ ვიხილავდით და ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა :)

    ReplyDelete
  2. პარტიული ანუ გერმანულად parteiisch - ნიშნავს მიკერძოებულს.
    ანუ აქ პარტიაში გაწევრიანება არ იგულისხმებოდა :)
    თუმცა, უმჯობესი იქნება თუ ჟურნალისტი არ იქნება არცერთ პარტიაში გაწევრიანებული

    ReplyDelete
  3. Dv0rsky

    მე გერმანული საერთოდ არ ვიცი, თარჯიმანი გვითარგმნიდა, მაგრამ მგონი სწორად გვითარგმნა და მართლა პარტიას გულისხმობდა :)

    ეკუსი busu

    მაპატიე, ვერ მივხვდი, ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა რას ნიშნავს? :(

    ReplyDelete
  4. ახალი არაფერი უთქვამს პრინციპში. :)
    პარტიულობასთან დაკავშირებით კი, რათქმაუნდა არ უნდა იყოს ჟურნალისტი პარტიული, თუ პოლიტიკური ვნებები აქვს, წავიდეს პოლიტიკაში.

    დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ჟურნალისტიკას საფუძვლიანად, სადაა თორემ.
    ისე მაგ თორმეტი რჩევიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს კავშირი კონკრეტულად ჟურნალისტიკასთან, დანარჩენი იმდენად ზოგადია, ყველა პროფესიის ადამიანზე წავა :)

    ReplyDelete
  5. ნინო, მე კარგად ვიცი გერმანული და დამერწმუნე, რომ მიუკერძოებლობას გულისხმობდა :)

    ReplyDelete
  6. იმიტომ რომ სიტყვა ”პარტიული” ანუ რომელიმე პარტიის წევრი გერმანულად სულ სხვანაირად ითქმის

    ReplyDelete
  7. ნან

    `ყოველდღე გაიცანი მინიმუმ 3 ადამიანი;`
    მაგალითად ეს სადმე წაგიკითხავთ? :))


    Dv0rsky

    იქნებ მანაც `ის სულ სხვა სიტყვა` თქვა, რომელიც პარტიულობას აღნიშნავს? :)) კარგი, სხვა სტუდენტებთან გადავამოწმებ, ვინც გერმანული იცის და ესწრებოდა და ისე ჩავასწორებ პოსტში, ლოევსკის სიტყვები რომ არ დავამახინჯო :)
    მადლობა რომ მითხარი, მე ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ შეიძლებოდა რამე სხვანაირად ყოფილიყო...

    ReplyDelete
  8. ნამდვილად კარგი სიაა და ბევრს არ აწყენდა მისი გათვალისწინება :)

    ReplyDelete
  9. ძალიან მაგარი რამეები უთქვამს. ეს ათი მცნებასავითაა: ერთი შეხედვით, არაფერი რთული, მაგრამ შესასრულებლად ძნელი ;)

    ReplyDelete
  10. კარგია! აი, თითქოს ხომ ვიცით, მაგრამ მაინც გვჭირდება ხოლმე შეხსენება. ყოველდღე სამი ადამიანის გაცნობა მომეწონა.

    ReplyDelete
  11. dzalian saintereso iyo.. martivi da dzaian praqtikuli

    ReplyDelete
  12. მერვე ყველაზე მნიშვნელოვანია

    ReplyDelete
  13. "`ყოველდღე გაიცანი მინიმუმ 3 ადამიანი;`
    მაგალითად ეს სადმე წაგიკითხავთ? :))"

    კი ნინო. დეილ კარნეგთან :))

    ReplyDelete