Showing posts with label პრობლემა. Show all posts
Showing posts with label პრობლემა. Show all posts

Wednesday, 14 July 2010

რას ნიშნავს ქრისტიანობა?


აპატრიარქო კუთვნილი შენობიდან 15 გაჭირვებულ ოჯახს ასახლებს. მათ შორის 30 ბავშვია, მათგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, რამდენიმე კი ახალშობილია. საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის ფილიალის გახსნას გეგმავს.

ავჭალაში, ლიბანის 33-ში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოსთვის გადაუცია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შესულან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათ სხვა ფართები გამოუყო, მათი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა, უსახლკარო ოჯახებმა დაიკავეს. როცა შენობაში შედიოდნენ, მასზე მეთვალყურეობა იაგო ღუდუშაურს ჰქონდა დაკისრებული (ხოლო მანამადე ნოდარ შიოლაშვილს, სხვათაშორის, ორივე პატრიარქის ბიძაშვილია). მაცხოვრებლები ღუდუშაურს ძალიან ემადლიერებიან. ხუთშვილიანი დედა ნინო ბუთხუზი იხსნებს, რომ მან არაერთხელ მისცა ფული ბავშვის სამკურნალოდ. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინგა მორბედაძე ამბობს, მათ იცოდნენ, რომ შენობაში 3 წელი უნდა გაჩერებულიყვნენ, თავად შიოლაშვილი კი მორბედაძის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ მას დროებით შეფარება სთხოვეს, ეს “დროებით” შეიძლება 1 კვირაც ყოფილიყო...
ასეა თუ ისე, საპატრიარქო თავისი შენობის დაცლას ითხოვს, ისე რომ, სულაც არ აინტერესებს სად წავლენ იქ მაცხოვრებლები. რა თქმა უნდა, იურიდიულად საპატრიარქო მართალია, თავისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, მაგრამ... რა განსხვავებაა საპატრიარქოსა და ვთქვათ, ბანკს შორის? როცა ბინას ვერ გამოისყიდის მეპატრონე, ბანკი მას ძალის მეშვეობით ასახლებს. თუ 17 ივლისამდე შენობას არ დაცლიან ლიბანის 33-ში მაცხოვრებლები, მათ პოლიციის მეშვეობით, ძალით გაიყვანენ. ხედავთ განსხვავებას? მე ვერა, არადა, გაჭირვებულის დახმარებას ბანკისაგან განსხვავებით, საპატრიარქო, უფრო სწორად ქრისტიანობა ქადაგებს.
არ მესმის პატარა, საყვარელი პატარების ქუჩაში გაყრას რა ღირებულება უნდა დაუპირისპირო ქრისტიანული მორალის გასამართლებლად.









Wednesday, 19 May 2010

ოქტომბრის რევოლუცია და მოძმე რესპუბლიკები ანუ რას ვსწავლობთ დღეს...

„თანამედროვე ეტაპზე სსრკ ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების და ერთიანი საბჭოთა ლიტერატურის სახით, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში თვისობრივად ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე.“ _ ეს ერთ-ერთი წინადადებაა ფილოლოგიის ფაკულტეტის სახელმძღვანელოდან.
მსგავს ფრაზებს წიგნში ბევრად შეხვდებით. ქვემოთ შეგიძლიათ რამდენიმე გვერდს გაეცნოთ.


თავიდან გადავწყვიტე გამეხაზა წინადადებები, მაგრამ ბოლოს მთელი გვერდის აჭრელება მომიხდა და თავი დავანებე.
სხვათაშორის, უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების პრობლემაზე ერთ საინტერესო სტატიას ვაკეთებ და იმედია, უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და მასაც გაგაცნობთ.

Friday, 25 December 2009

დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი...

ინტერნატების ფორმის შეცვლაზე გაიგებდით, ალბათ... ტელეში სიუჟეტს ვაკეთებთ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე და დღეს ერთ ბავშვთა სახლში ვიყავი. მინდოდა გმირი გვყოლოდა და მის ისტორიაზე ამეგო სიუჟეტი, მაგრამ ბავშვების გახსნა ძალიან გამიჭირდა, საერთოდ პირველად მქონდა შეხება ინსტიტუციაში გაზრდილ ბავშვებთან და ძალიან რთული ყოფილა. რომ ვერ ხსნი და ვერ ალაპარაკებ, ეგ ხო ცუდია და რომ ალაპარაკებ, თურმე, მაგაზეც შეიძლება ინერვიულო... :( ერთს ვკითხე თოვლის ბაბუამ რა გინდა მოგიტანოს, ყველაზე მეტად რას ინატრებ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, მაინც არ შემისრულდებაო, მაინც მითხარი-მეთქი, მრცხვენიაო და ბოლოს, დედიკო და მამიკო მინდა შერიგდნენო, თვალები მოუწყლიანდა, ისეთი საყვარელი იყო, გული დამეწვა :( იქნებ მერე ინანა კიდეც თავისი გულწრფელობა, იქნებ არც ინანა, მარა ვნერვიულობ რამე ტკივილი ხომ არ მივაყენე, მე ხო იმიტომ ვალაპარაკებდი, რომ კარგი სიუჟეტი გამომსვლოდა, დაახლოებით ვიცოდი რა სურვილი ექნებოდა და სწორედ ამიტომ ვკითხე, ამის მოსმენა მინდოდა, თორე მაინც ვერაფერს შევუსრულებდი, ანუ მის ემოციებზე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ეგ არ მომეწონა...

p.s. ხშირად ისე ხდება, რომ ჟურნალისტები კარგი მასალის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გულს სტკენენ სხვებს, ძალიან არ მინდა, რომ მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდე. არ ვაპირებდი ბავშვთა საკითხების გაშუქების აღებას, მაგრამ დღეს გადაწყვიტე აუცილებლად გავიარო მომავალ სემესტრში.

Tuesday, 8 December 2009

გადავწყვიტე :)


წინა პოსტის გაგრძელება

გადავწყვიტე აღარ დავწერო, უფრო სწორად, რედაქტორმა მითხრა ასე, არ გვინდა ეგ მასალაო. ძალიან გამიხარდა.

ბოდიში ნინოს და ლიკას გუშინ ტყუილად რომ ვატარე აქეთ-იქით :)

Monday, 7 December 2009

როგორ მოვიქცე? მირჩიეთ ყველამ!

გუშინ დილით ლექციაზე ვიყავი ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი, რომელიც ასევე ლექციაზე იყო სხვაგან. სასხვათაშორისოდ მომწერა, რომ მის უნივესიტეტში ლექტორმა ბავშვს სცემა და მერე დიდი ამბები დატრიალებულა. რა მაგარი სკანდალია, ახლავე მოვალ, სტატიას დავწერ-მეთქი. ცოტა ხანში წავედი, უკვე სიმშვიდე იყო, ფაკულტეტის დეკანმა დამიდასტურა, რომ მართლაც მოხდა ასეთი რაღაც და ეს ლექტორი გათავისუფლებულია. საღამოს გავიგე, რომ ამ ლექტორს თავის მოკვლა უცდია, ანუ ძალიან ნევიულობს მომხადარს. ახლა ჩემი სტატია რომ გამოქვეყნდეს და ქვეყანამ წაიკითხოს, მეშინია, ამ ქალმა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავს. ეჭვი მაქვს, ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჰოდა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. თვითონ ამბავი ძალიან სკანდალურია, თან უკვე ნამუშევარი მაქვს, გუშინ ავტოსკოლა გავცდინე მაგის გულისთვის... მერე გვიანობამდე ვცდილობდი დამეთახმებინა კომენტარზე თვითმხილველი ბავშვები, საბოლოოდ ვერ ვითანხმებ მგონი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, ღირს ამ ამბის გახმაურება? 

p.s. შეგნებულად არ ვასახელებ სად და როდის მოხდა, იდენტიფიკაფია რომ არ მოახერხოთ :)

Thursday, 17 September 2009

იდეების პრობლემა


ამ ბოლო დროს საგაზეთო სტატიებისთვის თემის შერჩევა განსაკუთრებით მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება ყველგან და ყოველთვის, ყველაფერში _ მასალას ხედავს, საინტერესოს ვერაფერს ვამჩნევ. მე კი არა, უკვე ოჯახის წევრებიც კი ჩავრთე ამ საქმეში და ეძებენ ჩემთვის იდეებს, მაგრამ რეალური, აქტუალური და საინტერესო ამ დროისთვის ვერაფერი მოვიფიქრე... არადა, ძალიან მჭირდება რამდენიმე იდეა... : ((( იქნებ ვინმემ მირჩიოთ საზოგადოების სფეროში რაიმე საინტერესო თემა?