ნიკო წულაძის ფილმი „სინანულის სანაპირო“ აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. რეჟისორმა 45-წუთიან ფილმში წარმოადგინა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა და დოკუმენტურად ასახა, როგორ მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა რუსეთის იმპერია კავკასიის ხალხებს, მათ შორის - აფხაზებს.
საარქივო მასალის გარდა, ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების დღევანდელი ყოფა. როგორც ირკვევა, თურქეთში გადასახლებული აფხაზებისა და მათ გვერდით მცხოვრები ქართველების ურთიერთობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს დიდწილად არ გაუფუჭებია. ორივე ხალხის წარმომადგენლები გულისტკივილით აცხადებენ, რომ ეს კონფლიქტი სამარცხვინო ლაქაა და დროა, ქართველებმა და აფხაზებმა იფიქრონ შერიგებაზე.
„მუჰაჯირი არაბული სიტყვაა და ნიშნავს სამშობლოდან წასვლას, გასახლებას სხვა მხარეში. მუჰაჯირობად მიიჩნევა ის გასახლება, რომელიც ხდებოდა კავკასიაში რუსეთის მიერ შემოერთებული მიწა-წყლიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან.
ცნობილია, რომ მუჰაჯირობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ოსმალეთი, რომელიც ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ხალხი აეყარა და გაესახლებინა ოსმალეთში რუსეთის მიერ დაკავებული მაჰმადიანებით დასახლებული კავკასიის ტერიტორიდან.“
„მუჰაჯირობის ოფიციალური ვადა იყო 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე, მაგრამ თურქებმა მოსახლეობის გასახლება აჭარიდან გაცილებით ადრე, რუსეთის ჯარის აჭარაში შესვლამდე დაიწყეს. 1879 წლის გაზაფხულზე წასულა მუჰაჯირთა პირველი ნაკადი; პირველი ნაკადის გასახლება იმავე წლის შემოდგომამდე გაგრძებულა და ამ დროს წასულა მუჰაჯირად აჭარის მოსახლეობის საერთო გასახლებულთა უმეტესი ნაწილი. 1880 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ისევ გაგრძელდა გასახლება, 1881 წლის გასახლება უფრო მაჭახლიდან, მურღულიდან და შავშეთიდან მომხდარა.“
ზოგადად, მუჰაჯირები (არაბ.مهاجر მუჰაჯირ „გადასახლებული, ემიგრანტები“), ისლამის ქვეყნებში აღნიშნავს ემიგრანტებს, გადასახლებულთ. მუსლიმანური ტრადიციით, პირველი მუჰაჯირები იყვნენ წინასწარმეტყველ მაჰმადის მიმდევრები, რომლებიც 622 წელს მასთან ერთად გადასახლდნენ მექიდან იასრიბში (მედინაში).
საინტერესოა...
ReplyDeleteდა ფილმი სად მოვიძიო?
Zurriuss
ReplyDeleteპირველ აბზაცში „ფილმის „სინანულის სანაპიროს“ რომ მიწერია, მანდ შედი და შეძლებ ყურებას :)
აი, ეს ლინკია
http://hridc.tv/index.php?a=search&sword=%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D&stype=1&lang=geo
რამდენადაც ტრაგიკული და მწარეა ისტორია ქართველი მუჰაჯირების აყრისა და გასახლების შესახებ, იმდენად ინფორმატიული და საინტერესო იყო შენი პოსტი... :*
ReplyDeleteპ.ს შენი ბლოგის ერთგული მკითხველი გავხდები, აუცილებლად. :)
latatie
ReplyDeleteმადლობა, შორენააა :* მეც ვარ შენი ბლოგის მკითხველი :)