საერთოდ, როცა კარგად აგრძელებ, როცა შემდეგი საფეხური გხვდება, მაშინ ნოსტალგია და მონატრება ნაკლებად ჩნდება. მაგალითად, თუ მაგისტრატურაში ჩავაბარე ისე, როგორც მინდა, მაშინ არ ვიტყვი, ნეტა ისევ წინა წელი იყოს-მეთქი...

და თუ თსუ-ში გატარებული წლების დაბრუნება მაინც მომინდება, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცები შევცვალო, რაღაც სწორად არ გამიკეთებია... სწავლით კარგად ვსწავლობდი და ამ მხრივ, რაც შეიძლება სტუდენტს წაეღო, მაქსიმალურად მიმაქვს, თუმცა ვფიქრობ, რამდენად სწორად ვანაწილებდი დროს, რამდენად სწორი პრიორიტეტები მქონდა... ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.
ფოტოს ავტორი: ლევან მელიქიშვილი
მომწონს და ბევრ რაღაცაში გეთანხმები კიდეც. ალბათ, ჩემ შმთხვევაშიც, მაგისტრატურის ჩაბარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავს წარმატებულად ჩავთვლი, თუ ბაკალავრიატის მსგავსად, მაგისტრატურასაშიც 100%-იან გრანტს მოვიპოვებ. წარმატებები, ნინუუუუუუც :*
ReplyDeletegilocaav damtavrebas :)
ReplyDeleteმადლობა, ბავშვებო :*:*
ReplyDelete