თსუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო. ა-დან მ-მდე გვარების დიპლომებია ჯერჯერობით მზად. აღმოჩნდა, რომ დამატებითი სპეციალობა დიპლომში მართლაც არ იწერება, სამაგიეროდ, მოჰყვება 15 გვერდიანი დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, თითოეულ საგანში მიღებული ქულაც კი. დიპლომები არის ლურჯი და წითელი ფერის. როგორც მახსოვს, წითელს GPA 3.45-ის ქონის შემთხვევაში გასცემენ. რადგან ბევრი მეკითხება რა საბუთებია საჭირო დიპლომის გამოსატანად, გადავწყვიტე ბლოგზე მოკლედ ჩამომეწერა.
1. ცნობა მაღლივის ბიბლიოთეკიდან, რომ წიგნები გატანილი არ გაქვთ;
2. ცნობა სტუდენტთა საფინანსო განყოფილებიდან (მე-2 კურპუსი, 153 ოთახი, მაია კობახიძესთან), თუ უფასოზე იღავით, ეს ცნობა არ დაგჭირდებათ;
3. პირადობის მოწმობა;
ამ საბუთების მოგროვების შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ მე-2 კორპუსს,მე-2 სართულზე სასწავლო დეპარტამენტს და მოითხოვოთ დიპლომი მე-3 და მე-4 მაგიდებთან. სიაში მხოლოდ ხელის მოწერა მოგიწევთ და 2 წუთში თავისუფალი ხართ.
დიპლომის სხვაზე გაცემა შეიძლება მხოლოდ ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის ქონის შემთხვევაში.
და კიდევ ერთი ინფორმაცია, თსუ-ს ფილიალის სტუდენტებისთვის - სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა პირადობასთან ერთად უნდა წარადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტი გასცემს, დანარჩენი ფილიალის კურსდამთავრებულებმა - მხოლოდ პირადობა.
ჩემი წითელდიპლომიანიიი :*
ReplyDeleteმე 2004-ში მაქვს დიპლომი აღებული და ახლა რომ მივიდე შემიცვლიან? თუ კი, მაშინ რა დამჭირდება?
ReplyDelete+ რადგან ინგლისურადაც არის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება დაჭირდება თუ არა საზღვარგარეთ გასაგზავნად?
:)
nick_el_son
ReplyDeleteხვალ გეტყვით ზუსტად.
მადლობა წინასწარ :)
ReplyDeletenick_el_son
ReplyDeleteდღეს ვიკითხე და ახალი სტანდარტით არ გასცემენ ძველ დიპლომებს, არც ინგლისურად ნათარგმნი დანართი მოჰყვება, თუ სადმე გთხოვენ, მოგიწევთ ათარგმნინოთ და ნოტარიულად დაამტკიცოთ.
მეც რომ გამომქონდა, მაშინ ერთმა ბიჭმა გამოიტანა, რომელსაც 2 წლის წინ ჰქონდა დამთავრებული და სხვანაირი დიზაინი ჰქონდა, პატარა და დაკეცილი იყო.
თუ დაკარგული გაქვთ და აღდგენას გადაწყვეტთ, თქვენი რაიონის პოლიციაში უნდა განაცხადოთ და ამის საფუძველზე იქვე მიიღებთ ცნობას, რომ დაკარგული გაქვთ. ამ ცნობით და პირადობით მიაკითხებთ უნივერიტეტს, სადაც აღგიდგენენ დიპლომს.
არა დაკარგული არა მაქვს..
ReplyDeleteუბრალოდ მეგონა რომ საგნების შეფასებებს გადააკეთებდნენ თავიდან ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით (და არა "კარგი" და "ჩათვლა" როგორც ჩემსაში წერია)...
მომიწევს ესე იგი თარგმნა :|
მადლობა კიდევ ერთხელ :)
უი, ქულებზე არ მიკითხავს, შეიძლება ეგ ახალი სტანდარტით იყოს, არ დამიზუსტებია, თუ მოვხვდი ისევ ამ დღეებში, ვიკითხავ :(
ReplyDeleteda diplomshi qulebi ar weria qulebis purcels calke gadzleven xo?
ReplyDeleteAnonymous
ReplyDeleteხო,დიპლომში არ წერია ქულები, მოჰყვება 15–გვერდიანი დანართი, სადაც თითოული საგნის ქულა წერია და სხვა ბევრი რამ კიდევ :)
Da rodis unda mivitanot es yvelaferi? dros uni gvetyvis da mashin tu rogor xdeba?
ReplyDeleteარ ვიცი როდის უნდა მიიტანოთ. მე ზაფხულში რომ დავამთავრე, დეკემბრის ბოლოს იყო დიპლომი მზად.
ReplyDeleteგამარჯობა, ნინო. ძველი პოსტია, მაგრამ ახლა ვნახე :) ხომ არ იცით იმ დანართს, სადაც საგნის ქულები წერია, დასაქმებისას ითხოვენ?
ReplyDelete3.4-ზე წითელი დიპლომი არ გაიცემა?
ReplyDeleteარა
ReplyDeleteდიპლომში არც ის წერია A ზე ასრულებ ნაშრომს თუ c ზე?
ReplyDelete