Friday 30 October 2009

დაარბევს თუ არა წლევანდელ ჰელოუნს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი?



ყველასათვის უკვე ცნობილია, რომ წელს ჰელოუინი კლუბებში `გურუ`, `nightoffice`,  `ვაკანდა` და ლისის ტბაზე აღინიშნება... თუმცა ჯერჯერობით ბევრმა არ იცის როგორ გააპტოტესტებს ამ დღესასწაულს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. 

და, აი, მასზე პასუხი ჟურნალისტის დღიურისგან: 

როგორც აღმოჩნდა, წელს ისინი სკოლებში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებითა და გაფრთხილებებით შემოიფარგლნენ. `ჩვენ კლუბების ხელმძღვანლებს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ არ ჩაეტარებინათ. ეს მათი საქმეა და ღვთის წინაშე ისინი აგებენ პასუხს. გარეთ ნუ გამოვლენ და პროპაგანდას ნუ გაუწევენ, თორემ დახურულ სივრცეში ზოგს გადაწყვეტილი აქვს, რომ სული მიჰყიდოს ეშმაკს. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს სათქმელს და თუ არ შეიგნებენ, ეს მათი საქმეა.~_ ამბობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანათავმჯდომარე.

მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ... თქვენს წარმოდგენაში დახატული დარბევა, სავარაუდოდ, არ შედგება.... :)))

3 comments:

  1. ეჰჰ , აღარ მეღირსება მეორედ სეირის ნახვა :( მე მეგონა ჭკუას ვერ ისწავლიდნენ თუმცა შარშანდელი აღშფოტების შემდეგ დაწყნარდნენ ცოტა :P

    ReplyDelete
  2. ამის ქვედა პოსტზე მინდოდა კომენტარის დატოვება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ვერ ვიპოვე კომენტარების ყუთი.

    ReplyDelete
  3. არ ვიცი ,რატომ დაემართა ასე, რატომ არ ჩანს მანდ კომენტარები... არ ვიცი რით ვუშველო, მგონი, მე არაფერი გამითიშავს... :(((

    ReplyDelete