განვლილ სემესტრს რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდი მქონდა უნივერსიტეტში. ამ სემესტრში გადავიღე პირველი სიუჟეტი, გავაუმჯობესე მეტყველება (ასე მეუბნებიან გოგოები და მეც წინა რადიო-სიუჯეტებს რომ ვადარებ, შედარებით თავისუფლად და სუფთად ვლაპარაკობ). ქულები წინა სემესტრებთან შედარებით, დაბალი გამომდის, არადა, წინა სემეტრში სტუდენტურ გაზეთებსაც ვაკეთებდი და `ვერსიაშიც` უფრო აქტიური ვიყავი.
მომავალ სემესტრში სიამოვნებით გავაგრძელებდი ტელეს და რადიოს. ტელეში ჩართოლანისგან ბევრი ვისწავლე და კიდევ რადიოს გავაგრძელებდი, იმიტომ კი არა, რომ რადიო მიყვარს....... იმიტომ, რომ მყავს უსაყვარლესი

მიხვდებოდით, რომ ფოტოზე თათიაა, თვითონ ფოტო კი თაზო კუპრეიშვილის facebook-იდან ავიღე.