ყველა ბლოგერს უხარია თავისი ბლოგის რეიტინგულობა, ბევრი კომენტარი... თუმცა თუ ვერც ერთი მათგანით ვერ დაიკვეხნით, გული არ გაიტეხოთ. მოდი, დავფიქრდეთ, რომელია ყველაზე გაყიდვადი გაზეთი? ჟურნალი? როგორც წესი, საზოგადოების დიდ ნაწილს ღირებული იშვიათად მოსწონს. აბა რაღა ბლოგების შემთხვევა უნდა იყოს გამონაკლისი? პირიქით, ნაკლებად ღირებულისა და უხეშად რომ ვთქვათ, გოიმურად წერის და მორთვის ასპარეზი ბლოგებზე უფრო მეტია, ვიდრე ჟურნალ-გაზეთებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ასეთ ბლოგებს არ ვკითხულობ, პირიქით, ყოველთვის მაინტერესებს რა აინტერესებს საზოგადოებას (ისევე, როგორც ჟურნალ-გაზეთების შემთხვევაში). სამწუხაროდ, არ მაქვს ბევრი დრო, რომ კარგად გავეცნო ბლოგებს, მაგრამ ზოგადად რასაც ვუყურებ, ბლოგის ავტორები უამრავ გრამატიკულ შეცდომას უშვებენ, უაზროდ იყენებენ ინგლისურ სიტყვებს სათაურებსა და ტექსტებში და შინაარსობრივადაც დიდად არ გასხვავდებიან ერთამენთისგან. თუმცა ბევრი ბლოგი მომწონს, მათ შორის თაზოს ბლოგი, თაას ბლოგი და არამატო ესენი...
რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ თუ ბლოგს ცოტა ვიზიტორი ჰყავს, მისი ავტორი აუცილებლად ღირებულს წერს, უბრალოდ ამის უფრო მეტი შანსია.
შენ როგორ ფიქრობ, ძვირფასო მკითხველო?
კარგია, კარგი შედარება იყო
ReplyDeleteმე ვფიქრობ, რომ შავ ფონზე თეთრი შრიფტით კითხვა ძალიან დამღლელია :D
ReplyDeleteბლოგის არარეიტინგულობა უმეტესწილად მართლა მისი უხარისხობითაა გამოწვეული, მხოლოდ ქართულ ბლოგოსფეროზე არ ვამბობ, ზოგადად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტოპ-ბლოგები ძალიან ხარისხიანი და კარგებია.
ასე რომ, თავის დამშვიდება იმით, რომ "მე გენიოსი ვარ, მაგრამ ჩემი არავის ესმის"... რა ვიცი, მე ვერ ვამართლებ. თუ ბლოგი არარეიტინგულია, უნდა გადახედოს ავტორმა მიზეზებს, უნდა შეხედოს უცხო ვიზიტორის თვალით, შევიდეს სხვა კომპიუტერიდან და დაინახოს. შანსი არაა, არსებობდეს კარგი ბლოგი და მან საკუთარი მკითხველი არ იპოვოს.
რადგან ვწერთ - გვინდა, რომ წაიკითხონ, თუ არ კითხულობენ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად ვწერთ, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ცუდად "ვაფორმებთ" იმას,რასაც ვწერთ. :D
P.s.: Word verification მოხსენი კომენტებს, გაუადვილე მკითხველებს კომენტარის დატოვება ; )
ReplyDeleteგმადლობთ კომენტარებისთვის!
ReplyDeletedodka
ჩემი ბლოგი არ მიგულისხმია პოსტში, ნამდვილად :D:D:D თუმცა დიდი მადლობა შენიშვნებისთვის, მეგონა კომენტარების სისტემა გამართულად მუშაობდა, შევამოწმებ, მადლობა გაფრთხილებისთვის, დიზაინს რაც შეეხება, შეცვლა მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ვნახე ისეთი, რომ მომეწონოს... მოკლედ, ნებისმიერ ვარიანტში გამიხარდება, როცა ვინმე რამეს მირჩევთ, მით უმეტეს, ისეთი გამოცდილი როგორც შენ ხარ :)
იმაშიც გეთანხმები, რომ `მე გენიოსი ვარ და არავის ესმის ჩემი~ ეს არა მარტო ბლოგებში, ზოგადად ცხოვრებაშიც დამღუპველი პათოსია... რა თქმა უნდა, ყველა ბლოგს შეუძლია მკითხველის მოზიდვა, უბრალოდ ის რაც მასას მოსწონს, ყოველთვის დაბალი ხარისხის პროდუქტია, არა მარტო მედიაში, ზოგადად, მუსიკაშიც, მხატვრობაშიც, კინოშიც... ამის თქმა მინდოდა ჩემი პოსტით. ანუ როცა ხედავ რომ რეიტინგებში ძალიან მაღლა ხარ, ცოტა უნდა დაფიქრდე, რატო მოსწონხარ მასას? :)
http://technorati.com/blogs/top100/
ReplyDeleteეს არის ტექნორატის ტოპ 100 ბლოგი მსოფლიოში. The best of the best. ყველაზე პოპულარულები, კითხვადები, რეიტინგულები.
გადახედე თუნდაც პირველ 10-ს და მიხვდები, რატომ მოსწონთ ის ბლოგები მასებს. ყველა მათგანი დამსახურებულადაა თავის ადგილზე.
ქართულ ბლოგოსფეროს რაც შეეხება... ჩვებნატ ძაღლების არყოფნაში კატები ვყეფთ :D [პირველ პირში: საკუთარი ბლოგისადმი ყველაზე კრიტიკული ვარ და ვიცი, რომ ჩემი ბლოგი არ იმსახურებს პოპულარობას. ]
თუმცა ნელ-ნელა ან ჩვენ გავძაღლდებით, ან ნამდვილი ძაღლები ჩაგვენაცვლებიან :D
პრინციპში, დოდკამ დაწერა, რისი თქმაც მინდოდა.
ReplyDeleteნინო, რეიტინგს დრო სჭირდება, საკუთარი სტილის შექმნა, სხავდასხვა ბლოგების კითხვა და საკუთარი თავის ძიება. შენ თუ თავს ირწმუნებ, რომ მხოლოდ პაპსა ბლოგები არიან პოპულარულები, ძალიან ცუდია, ასე დოსტოევსკი და რუსთაველიც პაპსა გამოდის, თუ ხვდები, რას ვგულისხმობ.
და კიდევ, გთხოვ, ასე არასოდეს დაასრულო პოსტი: "შენ როგორ ფიქრობ, ძვირფასო მკითხველო?", ყველა მკითხველს აღიზიანებს ასეთი მიმართვა, ილია ჭავჭავაძე და ჩვენი მე-6 კორპუსის ანტიკური გავლენა გამახსენა.
დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებ, რეიტინგსაც მიაღწევ. მთავარია გულიდან წერდე და ამას სხვები აუცილებლად მიხვდებიან.
სოფ, შენ კომენტარს რომ ვკითხულობ, იცი როგორი შეგრძნება მაქვს? მამშვიდებ, რეიტინგი რომ არ გაქვს, არაუშავსო :)))) ჩემი ბლოგი არ მიგულისხმია არსად არაფერში ამ პოსტში, მე ვსაუბრობ რეიტინგის სათავეში მყოფ ნაკლებადგემოვნებიან ბლოგებზე. არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები... მე ვამბობ, რომ მასას რაც მოსწონს, დიდი შანსია, რომ იყოს უგემოვნო. ამაში არ მეთანხმები? თუმცა, დოდკამ რომ ლინკი მომწერა, მანდ რეიტინგული ბლოგები ნამდვილად მომეწონა.
ReplyDeleteმე რაც შემეხება, ჩემს ბლოგს ჰყავს მკითხველი, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვეა მაქვს და თან ძალიან ცოტა დროს და ენერგიას ვახმარ. თუმცა ჩემს ბლოგზე იშვიათად შემოდიან ბლოგროლლ-დან, უმეტესად ფორუმიდან, facebook-დან და რამდენჯერმე ფორუმზე პოლიტიკის განყოფილებაში თემა გახსნეს ჩემი პოსტის მიხედვით.
ასე, რომ ჩემს დანუგეშებაზე მეცინება და იმედი მაქვს, ბოლო მანუგეშებელი იქნება :)
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ შეხედულებას ბლოგის შესახებ სიამოვნებით მივიღებ, თუმცა ვერ შეგპირდები, რომ გავითვალისწინებ, რითი დავიწყებ, რითი დავასრულებ და საერთოდ რას დავწერ, მხოლოდ მე ვწყვეტ. ბლოგი იმიტომაა კარგი, რომ აქ არც რედაქტორის, არც პროდიუსერის, არც ლექტორის და საერთოდ არავის აზრს არ ვითვალისწინებ :)
მე-6 კორპუსი და მე-6 კორპუსში ნასწავლი ცალკე სასაუბრო თემაა... როგორც მახსოვს, შენ ზოგი ძალიან წარმატებული და თანამედროვე ლექტორიც არ მოგწონდა :))
გმადლობ კომენტარისთვის! მეწვიე ხოლმე :*