Friday, 15 January 2010

რა ყოფილა სიყვარული ...

ჩემი გრძნობების გაზიარებას არ ვაპირებ, ახლა ვკითხულობდი სოციალური ფსიქოლოგიის წიგნს და შემხვდა თემა სიყვარულზე. აღმოჩნდა, რომ ეს `აუხსნელი` გრძნობა ფსიქოლოგების მიერ მშვენივრად ყოფილა ახსნილი. იქნებ დაგაინტერესოთ...

რობერტ სტერნბერგი გვთავაზობს სიყვარულის ე.წ. სამკუთხოვან თეორიას. თეორია გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება\ვალდებულება (ანუ ერთგულება). ავტორის აზრით, სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს, პირველ რიგში, რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ავტორის აზრით, ეს განსხვავებული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარულის შვიდი შესაძლებელი ტიპი, რომელიც იდეალში (სრულყოფილი სიყვარული) შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს თანაბარი პროპორციით. ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს:
ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.
ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან.
გადაწყვეტილება\ვალდებულება - კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რომ ვინმეს უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:
1. მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).
2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდებიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).
3. მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს (ხანგრძლივი ვალდებულება - მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალებულია).
4. ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).
5. განუსჯელი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას (ვალდებულება რომელიც ემყარება ვნებას, მაგრამ დროის გარეშე რათა ჩამოყალიბდეს ინტიმურობა - ზედაპირული ურთიერთობა როგორც ქარბორბალა აშიკობა).
6. ჩამქრალი (empty) სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადაწყვეტილება\ვალდებულებას ინტიმურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება ინერციით.
7. სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება\ვალდებულებას - იდეალი, რომლის მიღწევაც სწადიათ.

წყარო: სოციალური ფსიქოლოგია, რევაზ ქვარცხავა

2 comments:

  1. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდებიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

    შესანიშნავია :)

    ReplyDelete
  2. ძალიან ძალიან მჭირდება ეს წიგნი , შემთხვევით ელექრტონული ვერსია ხო არ გაქვს ? :)

    ReplyDelete