Wednesday, 14 July 2010
რას ნიშნავს ქრისტიანობა?
საპატრიარქო კუთვნილი შენობიდან 15 გაჭირვებულ ოჯახს ასახლებს. მათ შორის 30 ბავშვია, მათგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, რამდენიმე კი ახალშობილია. საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის ფილიალის გახსნას გეგმავს.
ავჭალაში, ლიბანის 33-ში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოსთვის გადაუცია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შესულან. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათ სხვა ფართები გამოუყო, მათი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა, უსახლკარო ოჯახებმა დაიკავეს. როცა შენობაში შედიოდნენ, მასზე მეთვალყურეობა იაგო ღუდუშაურს ჰქონდა დაკისრებული (ხოლო მანამადე ნოდარ შიოლაშვილს, სხვათაშორის, ორივე პატრიარქის ბიძაშვილია). მაცხოვრებლები ღუდუშაურს ძალიან ემადლიერებიან. ხუთშვილიანი დედა ნინო ბუთხუზი იხსნებს, რომ მან არაერთხელ მისცა ფული ბავშვის სამკურნალოდ. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ინგა მორბედაძე ამბობს, მათ იცოდნენ, რომ შენობაში 3 წელი უნდა გაჩერებულიყვნენ, თავად შიოლაშვილი კი მორბედაძის ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ მას დროებით შეფარება სთხოვეს, ეს “დროებით” შეიძლება 1 კვირაც ყოფილიყო...
ასეა თუ ისე, საპატრიარქო თავისი შენობის დაცლას ითხოვს, ისე რომ, სულაც არ აინტერესებს სად წავლენ იქ მაცხოვრებლები. რა თქმა უნდა, იურიდიულად საპატრიარქო მართალია, თავისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, მაგრამ... რა განსხვავებაა საპატრიარქოსა და ვთქვათ, ბანკს შორის? როცა ბინას ვერ გამოისყიდის მეპატრონე, ბანკი მას ძალის მეშვეობით ასახლებს. თუ 17 ივლისამდე შენობას არ დაცლიან ლიბანის 33-ში მაცხოვრებლები, მათ პოლიციის მეშვეობით, ძალით გაიყვანენ. ხედავთ განსხვავებას? მე ვერა, არადა, გაჭირვებულის დახმარებას ბანკისაგან განსხვავებით, საპატრიარქო, უფრო სწორად ქრისტიანობა ქადაგებს.
არ მესმის პატარა, საყვარელი პატარების ქუჩაში გაყრას რა ღირებულება უნდა დაუპირისპირო ქრისტიანული მორალის გასამართლებლად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
geubnebi ra jigari xar :*
ReplyDeleteაქ საინტერესოა რამდენიმე გარემოება:
ReplyDeleteამ ადამიანებს აქვთ საცხოვრებელი სხვაგან, თბილისის მიღმა?
თუ აცნობა საპატრიარქომ, რომ უნდა დაეტოვებინათ შენობა და რამდენი ხნით ადრე?
ჰყავთ ახლო ნათესავები, რომლებიც დროებით მაინც შეიკედლებენ თუ ქუჩაში ყოფნისთვის არიან განწირულები?
რომელიმე მათგანი ცხოვრობს ”ეკლესიურად”?
უკაცრავად, მაგრამ ასეთი პირობებში ახალშობილი ბავშვები რატომ იყოლიეს?
სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისით?
დაადგება საშველი ამ ქალაქში მუნიციპალურ ბინათმშენებლობას სწორედ უკიდურესად გაჭირვებულთათვის?
რა იქნება, პროკურატურის ეზოში და სხვა კარგ ადგილებში მცირე და საშუალო ზომის ეკლესიათა შენებას, საპატრიარქომ ერთი თავშესაფარი მაინც რომ ააგოს ასეთი ოჯახებისათვის?
დათო პაიჭაძე
ReplyDeleteროგორც ამბობენ, მათ არც თბილისში და არც თბილისის გარეთ, წასასვლელი არსად აქვთ.
მათ იცოდნენ, რომ დროებით იყვნენ შენობაში შესულები, ოფიციალურად 12 ივლისს მიუტანეს გასვლაზე ოქმები ხელმოსაწერად,
ამბობენ, რომ ნატესავები არ ჰყავთ ისეთი, ვისთანაც თავს შეაფარებენ.
ოთახებში აქვთ ხატები, ჯვრები... ამბობენ, რომ ეს ამბავი, რომ პატრიარქმა იცოდეს, მათ შენობას არ დაატოვიბინებდნენ.
ახალშობილები რატომ იყოლიეს, ვერ გიპასუხებთ :)
იღებენ სოციალურ დახმარებას, როგორც მითხრეს, 30 ლარს.
სხვათაშორის, ამ თემაზე ცოტა ხანში იქნება humanrights.ge-ზე, ეს პოსტი იმ ემოციებისთვის დავწერე, რომელსაც სტატიაში ვერ გამოვააშკარავებდი :)
თუ შეიძლება რომ წყარო დადოთ
ReplyDeleteavtok
ReplyDeleteმე თვითონ გავაკეთე სტატია humanrights.ge-თვის და დღეს, ალბათ, უახლოეს საათებში დაიდება. გუშინდელ "რეზონანსშიც" იყო ამ თემაზე სტატია...
საპატრიარქოს კომენტარი არ გაუკეთებია?
ReplyDeleteavtok
ReplyDeletehttp://humanrights.ge/index.php?a=article&id=5249&lang=en
საპატრიარქომ კომენტარზე სისხლი გამიშრო, რასაც ჰქვია, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. რა კომენტარიც "მოვიპოვე", აქ მიწერია და ნახეთ http://humanrights.ge/index.php?a=article&id=5249&lang=en
win miviwevt da vashenebt fundamentalistur da iranuli tipis saxelmwifos !! bravo sapatriarqos . qrite gachirvebulebs exmareboda, eseni ki......
ReplyDeleteHumanrights.Ge-ში მუშაობ ?
ReplyDeleteკატიე
ReplyDeleteკი :)
martlac bravo sapatriarqos namdvilad asrulebs qristes mcnebas siyvarulze da zrunvaze moyvasis... mglebi arian
ReplyDeleteრა მნიშვნელობა აქვს ეს ხალხი ეკლესიურად ცხოვრობს თუ არა (ანუ საპატრიარქოს ყულაბაში ფულს ჰყრიან თუ არა) უსახლკარო ხალხის, ბავშვების ქუჩაში გაყრა არაქრისტიანული საქციელია.
ReplyDelete