Thursday, 15 July 2010
"ნანუკას შოუს" "განსხვავებული" ფორმატი
"ნანუკას შოუს" დაახლოებით ერთი კვირა ველოდებოდი,სცენა მართლაც არაჩვეულებრივი იყო, თუმცა მხოლოდ სცენა... დაწყებიდან 15 წუთში სხვა არხებზე გადართვა დავიწყე. ველოდებოდი ძალიან მაგარ გადაცემას, ისეთს, როგორიც არასოდეს მინახავს, არადა, აღმოჩნდა:
* ჟურნალისტური კეკლუცობის გამოვლინებები მთიან სოფლებში მომზადებულ სიუჟეტებში თემაზე – უყურებთ თუ არა "ნანუკას შოუს". ცოტა გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი მთაში წასულმა ყველა ჟურნალისტმა იქ ხაჭაპურების ცხობა, ბალახის მოთელვა და სხვა კეკლუცობები დაიწყოს;
* სასტუმროების რეკლამები;
* ზაზა შენგელიას ქება ნანუკასა და "ნანუკას შოუს";
* პრეზიდენტის პოლიტიკური გამოსვლები (რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც პრეზიდენტს საოცრად უბრალოებასა და ადამიანურობას უსვამდა ხაზს);
* ლელა წურწუმიას, დუეტ "ჯორჯიას", გიო ხუციშვილის სიმღერა, "ღამის შოუს" ნაკლებად სასაცილო დიალოგები... მითხარით, რომელია აქედან უცხო?
ერთადერთი ახალი სახეები: დამწყები დიზაინერის ჩვენება და მომღერალი (მომღერლის გვარი დამამახსოვრდა – ქათამაძე). თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ.
ან როგორ უნდა ყოფილიყო უცხო და ახალი 3 საათიანი გადაცემა!!! არადა, ანონსი ძალიან ძლიერ მოლოდინს ქმნიდა. ასეთი ანონსის გარეშე რომ მენახა ეს ყველაფერი, ბევრად უკეთესი მომეჩვენებოდა, რადგან ნაკლები მოლოდინი მექნებოდა.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა ქართულ მედიაში, როცა ჟურნალისტი ასე ცდილობს გააკეთოს განსხვავებული და ორიგინალური გადაცემა.
***
რამდენი სისპეტაკე და "სისათუთეა" ჩვენ გარშემო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
da me vityodi, rostos sruliad gaugebari roli :D:D:D
ReplyDeleteგიო ხუციშვილის ის ძუბაგი სიმღერა თუ გაჰიტდება, მაშინ არც სამუშაო ადგილების ღირსები ვყოფილვართ :))
ReplyDeleteპ.ს. ვეღარ მოვდივარ ბათუმში, შით :(((
LiLaC
ReplyDeleteშოუში როსტოს როლი ბოლო გადაცემაში კი არა, საერთოდ ვერ გავიგე...