Thursday, 12 August 2010

ქობულეთისკენ

თბილისის რკინიგზის სადგურში ბათუმისკენ ბილეთების საყიდლად იმ იმედით მივედი,რომ რიგი დამხვდებოდა და წასვლის წინ ერთ რეპორტაჟს გავაკეთებდი,თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რკინიგზა მშვენივრად გაუკეთებიათ, ბევრი სალაროა და რიგიც არ აღმოჩნდა. მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია: სიგრილეა,ბარგს თავისუფლად აწყობ,კარგი სავარძლებია,5 საათში ჩადიხარ და 23 ლარიც ნორმალური ფასია. მთავარია, არ დაგავიწყდეს და ერთი კვირით ადრე დაიჭირო ბილეთზე თადარიგი.
ზღვაზე გოგოებთან ერთად პირველად წავედი,

ქობულეთში დავბარგდით. საღამომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი დაღამდა და მიმდებარე ბუნგალო–რესტორან–კაფეებში მუსიკა ჩაირთო, მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ვნახეთ ორი კაფე – "ბობ მარლი" და "ბორა–ბორა", სადაც ბენდი ცოცხლად უკრავდა სხვადასხვა დროის ჰიტებს. "ბობ მარლიში" მეგი გოგიტიძის და ბენდი "სანის", "ბორა–ბორაში " ახალშექმნილი უსახელო ბენდის მოსასმენად თითქმის ყოველდღე დავდიოდით. საჭმელს რაც შეეხება, ყველგან ერთნაირი ფასებია: ცივი ყავა 3 ლარი, ნაყინიანი ყავა 4, ხილის ასორტი 12, პიცა 10–12, ხაჭაპურები 6–8...

მოგვეწონა ახალგახსნილი კლუბი "რიო", სადაც დაცვა ზედმეტად აქტიურია და თუ ფეხები აიკეცე, ან სადმე "არადასაჯდომ ადგილას" ჩამოჯექი, შენიშვნას მოგცემენ, თუ ბიჭს ეცეკვები, გაგიყვანენ, გამოგკითხავენ მასთან ცეკვა გინდა თუ არა და ისე დაგტოვებენ. არ მომეწონა "სტრეპტოციტის" სიტუაცია, არც მუსიკა და არც ხალხი, კლუბში რამდენიმე "ფეისი" შევნიშნე :)
პლაჟზე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილს ვხედავდი ხშირად თავისი "პრადოთი".

გამიხარდა სანაპიროზე ბანანები და სკუტერები რომ აკრძალეს, წყალს ძალიან აბინძურებენ. ზღვიდან გამოსულს ხშირად მქონია მაზუთიანი ფეხები, არადა ვიცი, რომ ქვიშა "შინაურული" სკრაბია და ფეხებს არბილებს და უფრო ნაზს ხდის.

აღმაშენებელზე გზა უკვე გაკეთებულია, ახლა რუსთაველის ქუჩას აკეთებენ და იქაური ბინის მეპატრონეები ჩივიან, დამსვენებელი აღარ მოდის ჩვენთანო.
ზოგადად, ქალაქში სიმშვიდეა და წესრიგია, არ გამიგია ვინმეს რამე დაეკარგოს ან რამე ინციდენტი მომხდარიყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნასვამი დადის.

3 comments:

  1. არ მიყვარს ქობულეთი ღამით, რადგან კლუბური მუსიკის ჯაგაჯუგს ვერ ვიტან. სამაგიეროდ, მშვენიერი მზის ჩასვლა იცის უღრუბლო ან ნახევრად უღრუბლო ცაზე :)

    ReplyDelete
  2. საშინლად არ მიყვარს ქობულეთი, ბათუმი უფრო ცოცხალი და მხიარული ქალაქია.. შარშან ქობულეთში ტრანსპორტით რომ გავიარე ცენტრალურ ქუჩაზე, 3-4 რესტორანში "მამა აფრიკას" მღეროდნენ, დანარჩენ საკვებ ღამის "კლუმბებში" უცნობის "ვაგონი მიქრის" იყო ჩართული.. გადავირიე, მეგონა, რომ სულ სხვა წელი იყო, ნუ, რათქმაუნდა უფრო ადრინდელ პერიოდს ვგულისხმობ, პირველზე "მეალომანია" და მსგავსები რომ გადიოდა..:) ბათუმში მემგონი უფრო ნორმალური სიტუაციაა შედარებით.. :) თან მეტი არჩევანა თუნდაც ხაჭაპურის და პიცის მოყვარულებისთვის.. :)))

    ReplyDelete
  3. მე მიყვარს ზღვა მაგრამ არ მიყვარს კლუბური ცხოვრება.....დალევა და ასე შემდეგ.უნდა იყოს ისეთი ადგილები სადაც "ჩემნაირი პენსიონრები":) როგორც მეგობრები მიწოდებენ მშვიდად და საინტერესოდ გაატარებენ საღამოს.

    ReplyDelete