Friday 27 August 2010

ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა


მომავალი წლიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სასწავლო გრანტის პირველი 20% ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 80%-ით საბუნებისმეტყველო სპეციალობების სტუდენტები დაფინანსდება.

ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა გუშინ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის პირად შეხედულებას ეფუძნება:
"პრეზიდენტმა განმარტა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდა უმუშევარი იურისტები და ეკონომისტები, მაგრამ გაზრდილია მოთხოვნილება ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებზე: ”ჩვენ გვჭირდება ოფიცრები, მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იგეგმება ქალაქგარეთ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის მშენებლობა, შეიქმნება ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს."

ფაქტია, გრანტის ასეთი განაწილება საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ჩატარდა თუ არა დასაქმების ბაზრის კვლევა საქართველოში და ვინ წყვეტს, რომელ პროფესიებზეა დღეს მოთხოვნა.
ვინმეს გჯერათ, რომ დღეს მშენებელი და ინჟინერი უფრო ადვილად დასაქმდება ვიდრე ეკონომისტი ან იურისტი? ძალიან მარტივად რომ ავიღოთ დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი, რომელიც ვაკანსიების სორტირების საშუალებას გვაძლევს და დავაკვირდეთ სტატისტიკას ამ წუთისთვის "მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა" ამ კატეგორიით 1 განცხადება მოიძებნება, ხოლო "საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება" ამ კატეგორიით 12 განცხადება.

ბუნებრივია, ტექნიკური სპეციალობების პრიორიტეტულობის წინააღმდეგი არ ვარ, იქნებ მართლაც ფიზიკა-მათემატიკაშია ჩვენი შველა, უბრალოდ იქნებ როდისმე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ფაქტებს და სერიოზულ კვლევებს დაეფუძნოს და არა ემოციებს და პირად გადაწყვეტილებებს, თუნდაც ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი იყოს, როგორადაც მე სააკაშვილს მივიჩნევ.

5 comments:

  1. გადიპლომებულთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ საქართველოში ცალსახად ბევრი იურისტი და ეკონომისტია, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს რაღაც ძალიან სასაცილოდ გამოსდის წამდაუწუმ იმის ხასგასმა, რომ საქართველოს საერთაშორისო სამართლის ამდენი სპეციალისტი არ ჭირდება...

    ReplyDelete
  2. getanxmebit absoluturad!.. :)

    ReplyDelete
  3. ნინ, მე მგონი, პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ამ სფეროებზე, სპეციალობებზე მოთხოვნილება არაა...:)
    თუმცა, რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, რომ კვლევების გარეშე უნდა გადაწყდეს ასეთი საკითხები.

    ReplyDelete
  4. staff.ge აქ მაგალითად ამ დროისთვის,"მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა" ამ კატეგორიაში 4 გაცხადებაა.
    "საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება" ამაში 2.
    მართალია ძაან ბევრი იურისტი გვყავს. ტექნიკური მუშა ხელი უფრო საჭიროა ამ ეტაპზე.

    ReplyDelete
  5. ვაკანსიის მოძებნა

    ასე ერთეული საიტებიდან აღებული მაგალითებით დასკვნას ვერ გავაკეთებთ.მე იმ წუთისთვის ყველაზე რეიტინგული საიტის მონაცემები ავიღე,თანაც ამ პოსტის დაწერიდან რამდენიმე თვე გავიდა.ამას მნიშვნელობა არ აქვს.
    ამ შემთხვევაში ჩემი თემა არა კონკრეტულ საიტზე არსებული ვაკანსიები,არამედ კვლევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა.

    ReplyDelete