Thursday, 5 November 2009

რას მერჩის თსუ-ს ადმინისტრაცია


3 კვირის წინ სტიპენდიებზე მქონდა სტატია და წყაროებზე დაყრდნობით ვწერდი, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში სტუდენტთა სტიპენდია გათვალისწინებული არ იყო. რა თქმა უნდა, სტატიაში მქონდა, განათლების სამინისტროს, თსუ-ს და ა.შ. კომენტარები. 
მერე ჩემს მეგობარსაც მივეცი კომენტარი სტიპენდიებზე როგორც სტუდენტმა და ვთქვი, რომ ეს პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და გული დამწყდა, როცა გავიგე, შეიძლება 2010 წლიდან აღარ გაგრძელდეს-მეთქი (სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, შინაარსით ასეთი იყო).

დღეს რეკავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დეკანატში და კითხულობენ წინა სემესტრში მქონდა თუ არა სტიპენდია და რატომ ვამბობ, რომ `სტიპენდიები აღარ არის`. გადავამოწმე და სტატიაში ასეთი რამეს არსად ვამბობ. ამიტომ მრჩება ეჭვი, რომ დაინტერესდნენ რატომ ვიყავი ამ საკითხით ასეთი დაინტერესებული და რატომ ვავრცელებდი სტატიებითა და კომენტარებით ინფორმაციას წამახალისებელი პროგრამის შესახებ.

ძალიან, ძალიან მეწყინა, რომ თსუ-ს ადმინისტრაციაში ტექსტებს კარგად ვერ იგებენ და მეორეც, დაეძებენ და ამოწმებენ ბავშვებს, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ავრეცელებს...  

3 comments:

  1. ყურადღება მაინც კარგია :P

    ReplyDelete
  2. მანდ ისევ ინტრიგანი ხალხის ზეიმია??? :((
    არადა, მე ვიცი, შენ იმსახურებდი სტიპენდიას. უფრო მეტი დაწერე უნივერსიტეტის ცხოვრებაზე რა, მაინტერესებს რამე თუ იცვლება და რა ხდება ჩვენს ფაკულტეტზე, ანუ ჩემს ყოფილ ფაკ-ზე?

    ReplyDelete
  3. listota
    კი, ყურადღება თითქმის ყოველთვის კარგია :)

    სოოფ, ფაქტიურად არაფერი შეცვლილა მექვსეში წელს... რამდენიმე ახალი საგანი და ახალი ლექტორია. ზოგ საგანს შეეცვალა სტატუსი და სულ ეგ არის... ჩვენს დეკანატს რას ერჩი, მე მომწონს :) განსაკუთრებით, ვინც ეს ამბავი მითხრა, ნათია მონიავა ძალიან მიყვარს :))

    ReplyDelete