Saturday 21 November 2009

აფერა თუ კინოში გადაღების რეალური შანსი?!


ალბათ ყველას შეგინიშნავთ ქუჩაში განცახდებები, ახალგაზრდა მსახიობებს რომ უხმობენ კინოში გადასაღებად. უკვე თითქმის ყველამ იცის ვისთან აქვთ საქმე. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება მათ ოფისში და როგორ ხდება მსახიობების შერჩევა, გასულ წელს მივედი სტუდიაში. რადგან მათი ახალ-ახალი განცხადებები ქუჩებში ისევ გამოკრულია, სტატიის ნაწყვეტს ვაქვეყნებ.

”კინოში გადასაღებად ვიწვევთ ახალგაზრდებსა და ბავშვებს”, - ამ შინაარსის პლაკატებს თბილისის თითქმის ყველა უბანში დიდი ხანია ვხვდებით. ბოლო დროს, გაჩნდა განცხადებები, სადაც იგივე კომპანია რინგის ჩატარების შესახებ იტყობინება. ”ვერსია” დაინტერესდა, რეალურად, რას წარმოადგენს TV-CINEMACOMPANY CEROL და ამ მიზნით, როგორც კინოში გადაღებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ სტუდიას ვეწვიეთ.



მითითებულ მისამართზე მისვლისას კარზე წარწერა დაგვხვდა: ”კინოკომპანიისა და თეატრალური აკადემიის ოფისი არის ქვემოთ სარდაში!”

სარდაფის აბრა გვაცნობდა, რომ ჩვენ ”მედეა ჩახავას თეატრალურ აკადემიაში” ვიმყოფებოდით. იქ შესულებს კი კინოსა და თეატრის ცნობილი თუ უცნობი მსახიობების უამრავი სურათი და პლაკატი, ხელოვნური ყვავილები და აჟურული ფარდები დაგვხვდა. როგორც ჩანს, სურათების უმრავლესობა ჟურნალ-გაზეთებიდან იყო ამოჭრილი.



რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დაგვიძახეს. ეს ოთახი პირველზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა. ისეთი პატარა, რომ როდესაც მაგიდასთან დავსხედით, სტუდიის ხელმძღვანელმა მეორე კარის გაღება ვერც მოახერხა და ჩვენს გამსაუბრებელს მკაცრი სახით უთხრა, აქ ხალხს ასე ნუ სვამო, თუმცა იმ ოთახში სხვანაირად დაჯდომა შეუძლებელი იყო. კედელზე გაკრული უცნობი ადამიანების უამრავი ფოტოების შესახებ გვითხრეს, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ოდესმე ამ სტუდიასთან ჰქონია შეხება. თუმცა ეს დუტას, ჯაპანასა და პლაჟზე გადაღებულ პამელა ანდერსონს არ შეხებია.

შემდეგ ჩაინიშნეს ჩვენი გვარ-სახელი, სიმაღლე, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ სიით 440-ე აღმოვჩნდით. შეკითხვები, ძირითადად, ჩვენს პლასტიკურ მონაცემებსა და სამსახიობო ნიჭს შეეხებოდა.

გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე წასაკითხად რაიმე ლექსი ან მოთხრობა უნდა მოგვემზადებინა და ისე წარვმდგარიყავით კომპეტენტური ჟიურის წინაშე. თან უნდა გვქონოდა ფოტო საოჯახო ალბომიდან, სადაც სახის გარდა, ჩვენი აღნაგობაც უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. კასტინგში მონაწილეობაზე დასაშვებად კი 10 ლარი უნდა გადაგვეხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კასტინგს წარმატებით გავართმევდით თავს, 150-ლარიანი კურსების გავლა მოგვიწევდა, სადაც მეტყველებას, პლასტიკასა და არტისტიზმს შეგვასწავლიდნენ.

ჩვენს შეკითხვაზე, ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი ან კურსების პედაგოგი, გვიპასუხეს, რომ ისინი თეატრალური აკადემიის პედაგოგებთან თანამშრომლობენ, მაგალითისთვის კი მანანა ტატიშვილი დაგვისახელეს.

როგორც გვითხრეს, აქამდე მათ ორი ფილმი, საბავშვო კომედია ”ბათუმის მატარებელი” და მძაფრსიუჟეტიანი ”ღამის მანიაკი” აქვთ გადაღებული.

მათი თქმით, პრეზენტაცია, შარშან, კინოს სახლში შედგა, გადაღებული ფილმები მალე DVD-ზე გამოვა და ჩვენც შეგვეძლება მათი ნახვა. გამოცხადებული ფილმის, ისტორიულ-ეროვნულ მხატვრული ”მამლუქნის” გადაღების დაწყების ზუსტი დრო კი არ დაუსახელებიათ, ამისთვის ჯერ ყველა შერჩეული მსახიობი უნდა მოვამზადოთო. კომპანიის თანამშრომლების თქმით, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია და ყოველდღიურად მათ ოცამდე ახალგაზრდა აკითხავთ.


შემდეგ ტურზე ლექსის წასაკითხად მომზადებულები მივედით. რეგისტრაციის 10 ლარი გადავიხადეთ და შესაბამისი ქვითარი მივიღეთ. ლექსის წაკითხვის შემდეგ, ეტიუდების დრო დადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე ითხოვეს და ამით ყოველგვარი ფორმალობები ამოიწურა.

სტუდიაში ყოფნის დროს, მუდმივად ისმოდა გარეთ მყოფი ბიჭების უცენზურო საუბარი, გინება და აურზაურის ხმა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს არც ისე უჩვეულო ამბავია. მათი თქმით, ბიჭებმა იციან, რომ სტუდიაში არტისტული გოგონები მიდიან და კასტინგებია, ბიჭების ინტერესსაც ეს იწვევს. ამ ფაქტს ღიმილით ეხმიანება კინოსტუდიის პროდიუსერი, ბესიკ ხინთიბიძე: ”ეს ჩვენი თაობის სენია, ბევრს გართობა უნდა, მაგრამ ჩვენ დაცვა გვყავს”.

სხვათაშორის, ბესიკ ხინთიბიძემ ერთ-ერთ გასაუბრებაზე მისვლისას თავი გაგვაცნო ქართული შოუბიზნესის შემომტან ადამიანად საქართველოში. როდესაც ამ ფაქტის არგუმენტებით დასაბუთება მოვთხოვეთ, მან გვითხრა, რომ მისი მოწყობილია ”მის საქართველო - 90”, 90-იან წლებში, სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით იგი ხშირად მართავდა კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე იმდროინდელ პრესასთან ხშირად საუბრობდა შოუბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე.


როგორც მან გვითხრა, TV-CINEMACOMPANY CEROL 1997 წლიდან არსებობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანია კასტინგების გზით იყვანს ახალგაზრდა მსახიობებს და, მისი თქმით, ათი ფილმი აქვთ ჩაწერილი. ესენია: ”სიყვარულის ფერია”, ”დაიკარგა ხუჭუჭა”, ”ღამის მანიაკი”, ბავშვთა ტელესერიალი ”ტორტების ქალაქი”, სერიალი ”ერთი კოლეჯის ამბები”, ”სისხლიანი პერანგი”. ჩემს შეკითხვაზე, თუ შეიძლებოდა მათი ფილმების ნახვა, ხინთიბიძემ მიპასუხა: ”პრინციპში, შეიძლება ნახოთ ”ღამის მანიაკი”.

ხინთიბიძის თქმით, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა საბავშვო სტუდია ”რეტრო”, კინოსტუდიის შენობაში შედგა პრემიერა სპექტაკლისა: ”სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ” და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებზე მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს.

მისი თქმით, კომპანიას შემოსავალი კინოში გადაღებული სარეკლამო პროდუქციიდან აქვთ. თუმცა ქუჩაში გაკრულ სარეკლამო პლაკატზე აღნიშნულია, რომ მათი სპონსორი უკრაინაში მოღვაწე კინოკომპანიების ქსელია.

მსახიობი მედეა ჩახავა, თავისსავე სახელობის თეატრალურ აკადემიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ამ აკადემიასთან არავითარი საერთო არა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მედეა, წლების წინ მართლაც დათანხმდა ბესიკ ხინთიბიძის შეთავაზებას, აკადემიას მისი სახელი ეტარებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკადემიის რამდენიმე სამუშაო გაკვეთილი ნახა, სწავლების დონით უკმაყოფილო დარჩა. გარდა ამისა, მედეა ჩახავა არასოდეს ყოფილა საქმის კურსში, რა ხდებოდა ამ კომპანიაში და ამიტომ ბესიკ ხინთიბიძეს სთხოვა, აკადემიას მისი სახელი აღარ ეტარებინა, თუმცა მისი თხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.

52 comments:

  1. იყო დრო კინაღამ მივედი და კიდევ კარგი არ მივსულვარ თურმე :):):):)

    ReplyDelete
  2. საკუთარ თავზე მრავლობითში რატომ ლაპარაკობს ავტორი? :)))

    ისე, ძაან მაგარი პოსტია - კარგადაა გამოძიებული საქმე.

    მეც სულ მაინტერესებდა რა მარაზმი იდგა ამ განცხადებების მიღმა

    ReplyDelete
  3. სულ მაინტერესებდა მიდოდნენ თუ არა და თურმე ძალიან ბევრიც :))))))))))))

    ReplyDelete
  4. Dv0rsky

    საინტერესო კომენტარია :)
    მრავლობითში იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს სტატია გაზეთისთვის მოვამზადე, გაზეთში კი ჟურნალისტები მრავლობითში წერენ, უმეტესად... ლექტორებისთვის ხშირად მიკითხავს რომელია სწორი, ასეთ დროს მხოლობითში უნდა დავწერო თუ მრავლობითში და მათი პასუხია: მრავლობითი. ეს, ალბათ, აკადემიური ნაწერებიდან გადმოვიდა და დროთა განმავლობაში, ალბათ ჟურნალისტები მხოლობითზე გადავლენ. მეც ბოლო დროს ვწერ მხოლობითში, ეს სტატია ერთი წლის წინ დავწერე და მაშინ არ მქონდა საკმარისი გაბედულება :)))

    ReplyDelete
  5. ehh me kidev wasvlas vapirebdi.. :D :(( imedebi mqonda.. :// (ar var sandro)

    ReplyDelete
  6. gamarjoba. me var giorgi butiashvili, var am akademiis meore kurseli da dzalian cdebit tu ggoniat rom rasac wert eg yvelaferi simartlea... filmis gadagebas rac sheexeba namdvilad ar vici ra xdeba tumca... medea chaxas magivrad laparaki ar aris lamazi imitom rom sikvdilamde aswavlida mand da amis dzalian bevri mowmea. da tu gnebavt dagpatijebt chvens spektaklebze: siyvaruli narkotikis sanacvlod; atviniereben miminos; rusuli codvis jami anu witlad igrubleboda ca; da gafrena... mobrdzandit da afishaze mititebulia dro da mixvdebit rom shecdit... rac sheexeba akademiis parts(anu patara misagebs da auditoriebs) adamians tu swavla unda patarashic iswavlis da xeze chamokidebulis! am akademiashi aswavlian arachveulebrivi leqtorebi; rejisori giorgi savaneli; rejisori da aseve msaxiobi davit gogichaishvili; tanamedrove qoreografi zviad sheyiladze; metyvelebis da samsaxiobo ostatobis pedagogi lia tevzadze; shalva baxtadze; giorgi guruli; zura mchedlishvili da sxvani..... me piradad aq bevri ram viswavle da vamayob rom var am akademiis studenti..! G. butiashvili

    ReplyDelete
  7. au kargit ra! Jer yvelaperi kargad gaarkviiet da daskvnebi mere gamoitanet! kinos gadagebebze martla verapers getyvit,magram ik kinos garda aris kursebi ,sadac martla dzalian kargad iswavli imas rac msaxiobobistvis aris sachiiroo! da shedegi tu gainteresebt,martla shegidzliat mobrdzandet giorgis mier chamotvlil speqtaklebze :)))) xo da daskvnebs uketess gamoitaant!

    ReplyDelete
  8. ara mariam darwmunebuli var rom es yvelaperi gverdis shevsebistvis aris dawerili...da tu es ase araa aucileblad mobrdzandit ikitxet giorgi butiashvili da dagpatijebt am arachveulebriv spektaklebze da "yavachai-namcxvarze" "chai yavit"

    ReplyDelete
  9. :D :D :D :D :D hahaha bolo magari iko gio! xo romelic gindat airchiet :D archevani didia :D

    ReplyDelete
  10. : D miyvarxart giorgi da mariam :* .. aseti "jurnalistebi" rom gvyavs saqarteloshi amitomac vart magrad! ragac ragac speroebshi :D ... chai yait :D:D

    ReplyDelete
  11. გამარჯობა, გიორგი და მარიამ :) მიხარია, რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს. რაც შეეხება რეპორტაჟს, ყველაფერი აბსოლუტურად ისე აღვწერე, როგორც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე და ვესაუბრე ბესიკს. ასევე, ვესაუბრე მედია ჩახავას, რომელიც უკვე ცუდად იყო. თქვენი ეჭვი, რომ რაღაცები მოგონილი მაქვს ან არასწორად აღწერილი, შეურაცხმყოფელია ჩემთვის. ფილმებს და სპექტაკლებს რაც შეეხება, რაც ბესიკმა მითხრა, ის დავწერე. არანაირი დაინტერესება არ მქონია, რომ რამე არასწორად მეჩვენებინა. სტატია რამდენიმე წლის წინანდელია, დღეს შესაძლოა რამე სხვაგვარადაა, დღეს რა ხდება არაფერი ვიცი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ,სანამ ვინმეს შეუარცხყოფას მიაყენებთ, კარგად გაიაზრეთ რას ამბობთ :)

    ReplyDelete
  12. Gamarjoba! :)))) xo chven chvens azrs gamovxatavt:)) tan bevri ramee martla sxvaniradaa daxtuli am statiashi,vidre aris an iko im ramdenime wlis win:))))) ubralod es agvnishnet:)))) tan gavagebinet xalxs,rom yvelaperi ise ar aris rogorc aq weria! :))))) :))))) :)))))))))))))))))))

    ReplyDelete
  13. tqven ragac kargad ver gagigiat. tqven tu tvlit rom unda gaviazro da ise davwero ratom tqven ar chatvalet savaldebulod, rom kargad shegemowmebinat is ris dawerasac apirebdit gesaubrat tundac studentebtan genaxat is gadagebebi is spektaklebi.... da tu tqven medea da ara "media" chaxavas esaubret mashin eg unda gadagegot da am statiastan ertad agetvirtat video an tundac linki... es statia arafers ar cvlis da sheidzleboda im videos sheecvala... vwuxvar magram vtvli rom tqveni blogi cils swamebs am konkretul akademias da tviton medea chaxavas xsovnasac.:(

    ReplyDelete
  14. xo naxet jer shedegi da mere ilapraket! :))))
    P.S Aniii Chveeenc gviyvarxar :*

    ReplyDelete
  15. mec am akademiis studenti var da shemidzli gitxrat rom am akademiashi ufro uketesi swavlebaa vire zog universitetshi

    ReplyDelete
  16. auuf es kaci turmee reebs xlartavs

    ReplyDelete
  17. es gogo romelmac statia moamzada martalia zustad sashineli da usazizxresi mdgomareobaa 2 dxia win vnaxe.ubralod sircxvilia es virtxebis soro didi medea chaxavas saxels atartebdes unda daixuros aseti msgavsi vitomcda akademiebi....

    ReplyDelete
  18. jer rasa gav shenoba sashinel dxeshia sircxvilia unda daixuros es saswavlebeli.am saswavleblis administracia ar idzleva imis pirobas diploms romelsac gascems aris tu ara licenzirebuli da ganatlebis saministros mier nebadartulia tu ara txuili da blepia es xovelive xvela students romelic daapirebt am saswavlebelshi swavlas ar shecdet da ar iswavlot imitom rom piroba pirobad darcheba da tqven darchebit motxuebulni zustad vici mand rac xdeba.am saswavlebels ar gaachnia licenzia da arc amis diplomi aris licenzirebuli anu ganatlebis saministros mier araa nebadartuli.[puls txuila gadaxrit da araperi bolos motxuldebit] zusti inpormacia maqvs xelt rasac vambob...sicruea xvelaperi mand rasac geubnebian damijeret...

    ReplyDelete
  19. magari siafandi organizaciaaa.

    ReplyDelete
  20. ბლეფია ეგ............

    ReplyDelete
  21. pazoria eg ro icodet yvelam....

    ReplyDelete
  22. sircxvilia eg vitomcda akademia medea chaxavas saxels ro atarebdes..........pazorrrrrrr...

    ReplyDelete
  23. am kino-studiashi mushaoben sufta aferistebi....ar mixvidet .!!

    ReplyDelete
  24. afiristebi arian,qutaisshi kastingi chaatares da mteli zafxuli gvatares,tveshi 25lars gvaxdeviebdnen,kontraqtzec mogvaceries xeli da sabolood davrchit motyuebulebi,martalia 2tvis mere mivxvdi rashic iyo saqme da 50laric srul sisuleleshi gadavixade,magram sxvebi chemze cud mdgomareobashi agmochndnen,bolomde sjerodat rom kinos gadaigebdnen da imat ormagi daujdat,tu yvelam icis besos afiristobis ambavi,ratom ar icheren,darcmunebuli var kidev bevrs moatyuebs..

    ReplyDelete
  25. pirvel rigshi daviwyeb imat ro am akademiashi zustad ise movxvdi rogorc statiis avtors aqvs agwerili.otaxic ki isetive patara iyo,oriode kaci dzlivs eteoda...nu tavidan gasaubreba,mere ewiudi leqsi da bolos mitxres ro arachveulebrivad gamomdis yvelapare...tavidan 25 lari shematanies da danarcheni shemdegshi unda gadamexada.dagvpirdnen ro aucileblad mivigebdit rols pilmshi,ogond jer unda movzadebuliyavit winaswar...tardeboda yoveldgiuri leqciebi da leqcias gvitarebdnen chemi azrit gamocdili adamianebii...imashi vetanxmebi am statiis avtors ro es yvelaperii apioraa,parsia da meti araperi,magram im akademiashi gatarebulma titoeulma leqciam bevri ragac maswavla...da ar vtvli amas shecdobad...saboolood besik xintibidzec aortqlda da aravis unaxavs.aq daaxlobeit 57 kacamde viyavit...mtlianad aperistobaa da meti araperi...aranairi gadageba da aranairi dapirebis shesruleba da am adamians tyulad nu akritikebt...medea chaxavas saxels es sasoreti,satagveti da sabindzureti ar unda atarebdes...

    ReplyDelete
    Replies
    1. gamarjobat me am akademiis studenti var rac damexmara bevri ram meswavla daa udidesii wvliili sheitanes am akademiis pedagogebma romlebic xelovnebis damsaxurewbuli wodebit emsaxurebian am saqmes rogorebic arian lia tevzadze shalva baxtadze da a..sh..... rac sheexeba parts me vetanxmebi komentarebshi zemot xsenebul prazas tu ginda swavla xeze chamokidebulic shezleb .ai tqveen ki albad am akademiis mxolod minusiss da isicc arasworad agnishvnity karierul zrdas apirebt magram vshishob ar gaamartlebs,da sadac mkvetrad isaxeba minusi iqve unda aisaxos pliusic radgan obieqturi iyos tqveni shepasebis done cilis wamebas ki cotaodenii pantaziac yopnis :D

      Delete
    2. me am akademiis studenti var da ert rames getyvit:sheidzleba interieri arari lamazi da komportuli,magram adamians tu codnis migheba unda quchashi trotuarze damjdaric ki iswavlis!jer gaerkviet detalebshi da mere weret!es akademia exmareba gajirvebul studentebs sasurvel codnas mizerul pasad da rac mtavaria propesiul doneze daeuplon!

      Delete
  26. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველას აზრს პატივს ვცემ, თუმცა ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ უცენზურო სიტყვებისგან.

      Delete
  27. giorgi ragac minda gkito...dzalian minda mand chabareba da mainteresebs tanxa ramdenia gadasaxdeli?

    ReplyDelete
  28. სალმები ხალხნო...
    წავიკითხე თქვენი სტატია და პოსტებიც... ნინო, კარგად გიმუშავია.
    მე მსახიობი ვარ, თეატრის მსახიობი. თვითნასწვლი...ბაღი,სკოლა,ებრაელთა საზოგადოება(lol), და მერე სულ შემთხვევით პროვინციული თეატრის სცენაზე აღმოვცჰნდი. (კარგი დრო იყო)
    დასი დაიშალა დავბრუნდი ქალაქში(რუსთავში). და...ჰოი საოცრება!! ))) დიიიიდი ფერადი ჭრელა–ჭრულა განცხადება..."კინოკომპანია კეროლი...ბლა ბლა ბლა..."
    მივედი, (დროებითი ოფისი ჰქონდათ რუსთავში)კასტინგი გავიარე (უფასო!) :) და მიმიღეს.
    3 თვიან კურსებს 120 ლარი დააფასეს. გვასწავლიდა 1 პედაგოგი თენგიზ წულაძე. ბ–ნი ბესიკი ვნახე 2–ჯერ ან 3 ჯერ. ))
    "რუსთავის საქმეები მიჰყავდა" ვინმე ნუგზარ ფანჩულიას, რომელსაც რატომგაც ვერ ვპოულობ ვერსად. იმის მიუხედავათ რომ ახალ საძიებელ ტექნოლოგიებს საკმაოდ კარგად ვფლობ ))))
    მერე, მოგვიანებით მოვიდა რეჯისორი, ლევან...გვარი არ მახსოვს. ქარტული ცუდად იცოდა რადგან რუსეთშ მოღვაწეობდა და "სპეცად" ჩამოვიდა ბ–ნი ბესიკის თხოვნით. რუსული სერიალის "ბანდიტსკი პეტერბურგის" რამოდენიმე სერია ჩემი გადაღებულია ტრაბახობდა ჩვენი რეჯისორი :)
    როგორც იქნა დაიწყო გადაღებები!
    კომპლექტაციით საკმაოდ მაღალი და მსხვილი ვარ და მითხრეს რომ მთავარ როლს მე მომცემდნენ (არ მომცეს :)) ) მომცეს ყველაზე ხანმოკლე და უმნისჰვნელო როლი ფილმში. გადაიღეს ყველაზე სამარცხვინო კინო კაცობრიობის კინემატოგრაფიის ისტორიაშ და ვაჩნადზის კინო–სახლში პრემიერა გამართეს. თითკოს და ყველაფერი რიგზეა? ნუ..მერე რა რომ ღარიბი ფილმია, მერე რა რომ ერთი კამერით იკო გადაღებული )) მერე რა რომ "განათება" (უბრალო ნათურა სადენზე) ყველაზე მაღალ მსახიობს (მე) მეჭირა )))))) მერე რა რომ სისხლის იმიტაციისთვის გამოიყენეს......ტომატი! ))) (ამ იდეის ავტორი მე ვიყავი) მერე რა რომ სცენარიც არ გვქონდა და მენეჯერი ნუგზარი, დამახსოვრებულზე გვათამაშებდა სცენებს )))) ჯანდაბას ლეკების თავი...ხო გადაიღეს!
    ხო და კონტრაქტის მიხედვით ჰონორრი გვეკუთნოდა, მსახიობებს. როგორ ფიქრობთ, გადაგვიხადეს? მართალია...არა! ))) დაახლოებით 500 მსახიობმა მიიღო მონაწილეობა ამ "შედევრის" შექმნაშ. საქართველოს რამოდენიმე ქალაქში. და თითოეულმა გადაიხადა 120–150 ლარი. მოიმარჯვეთ გამომთვლელი მოწყობილობები და გაიგებთ ვინ და რა ასპონსორებდა ხინთიბიძეს "უკრაინიდან"))
    დამავიწყდა დამეწერა ამ კინო–შედევრის სახელწოდება.... "ღამის მანიაკი" :)
    და რაც შეეხება კოლეჯს... როცა ლექციები გვიტარდებოდა (რუსთავში) 1–2 გვყავდა "ხინთიბას" კოლეჯიდან...
    რამოდენიმე წელი გავიდა და მე და ბ–ნ ბესიკს, საერთო ნაცნობები და მეგობრებიც კი გამოგვიცჰნდა. მათთან, ბესიკზე "ჭორაობისას" დავრწმუნდი რომ ბესიკ ხინთიბიძე ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. ყიდის ლამაზად შეფუთულ ****** (მჯერა თქვენი ფანტაზიის) =))

    ReplyDelete
  29. მე ამ აკადემიის სტუდენტი ვარ და ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში რასაც ამ "პოსტში" (იიტომ რომ ყველა სტატია, სტატია არ არის) რადგან ვითარება რასაც თქვენ აღწერთ ძალიან განსხვავდება დღევანდელ მდგომარეობისგან. შეცდომაში ნუ შეგყავთ ხალხი!!

    ReplyDelete
  30. გამარჯობა მთლიან საქართველოს.


    მე ამ აკადემიის, კინოკომპანიისა და მთლიანად კომპანიის ადმინისტრაციისა და იმ ბავშვებისა და პედაგოგების სახელით მოგმართავთ, ვინც მედეაჩახავას სახელობის თეატრალურ კინოაკადემიაში სწავლობს და ასწავლის.
    მინდა ამ საშინელ ცილისწამებას და უაზრო კომენტარებს გამოვეხმაურო და აღვნიშნო, როგორ შეიძლება ასეთი შეურაცხყოპა მიაყენო აკადემიას და ორგანიზაციას, რომელიც 1990 წლიდან მოღვაწეობს ქართული კულტურისა და ხელოვნების სფეროში და რომელიც ერთგულად ემსახურება ერის სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისა და გაჯანსაღების დიდ საქმეს. ამ ხნის მანძილზე ჩვენ სხვადასხვა კომპანიების გვერდში დგომიტ დახმარებას ვუწევდიტ მოსაახლეობის უკიდურესად გაჭირვებულ ფენებს, მატერიალურად ვეხმარებოდით მრავალშვილიან დედებს, მარტოხელა ინვალიდებს და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ოჯახებს და ამის მტკიცებულებებიც უამრავი არსებობს, რომელიც ინახება კომპანიაში.
    არსებობს ასევე უამრავი ფოტო და ვიდეომასალა იმ განხორციელებული პროექტებისა რომელიც ამ ორგანიზაციის და პირადად ბესიკ ხინთიბიძის ხელმძღვანელობითაა განხორციელებული . უამრავი სპექტაკლი, ზეიმი, კონცერტი, პოეზიის საღამო, გასტროლი და ა. შ. და როცა ჩვენვ იბრძვით ნარკომანიისა და ძალადობის წინააღმდეგ სპექთაკლითაც კი, რომელსაც „სიყვარული ნარკოტიკის წინააღმდეგ“ ეწოდება, როგორ შეიძლება ამხელა შეურაცყოპა მიაყენო.!!!!!!!!!!!!!
    და რომელიც ზრდის ახალ თაობას და მოუწოდებს სწავლის, შრომის, სულიერებისა და განვითარებისაკენ და როცა სწავლა ყოველთვის იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ის ეპისტოლეებით, რომელსაც საპატრიარქო ყოველწლიურად უგზავნის აკადემიას.
    ხოლო რექტორი - ბესიკ ხინთიბიძე, რომელზეც ამდენი სისულელე წერია - მტკნარი სიცრუეა და ამ ადამიანის დამსახურებაა ეს ყველაფერი რომ არსებობს.
    ის მარაზმი, რომელსაც მკითხველი აქ ხედავს, არის ცრუ ინფორმაცია, მოწოდებული არასწორად მტრებისგან, რომელიც კარგს ყოველთვის ყავს... მოგეხსენებათ ქართული ხალხური ანდაზა : „ ცუდას რათ უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ .
    ის ადამიანი,ვ ინც ამდენი ტყუილი დაწერა არ იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას და პატივისცემას იმიტომ, რომ ის ამ ყველაპრის მერე არის არა მხოლოდ ამ აკადემიის, არამედ მთელი ქვეყნის მტერი. როგორც ჩანს, ის ნამდვილად ვერ აპასებს სწორად მოვლენებს და შურს ყველასი და ეს ინტრიგა მხოლოდ იმისტვისაა გამოყენებული, რომ მისი სტატია წაკიტვადი ყოპილიყო და მან იკადრა ის რაც არ უნდა იკადროს არცერთმა ადამიანმა და ტყუილით ცდილობდა თავის გამოჩენას. ასეთი ადამიანების გამოა რომ საქართველო ისევ გასაჭირშია და ისევ სოციალურ და ძნეობრივ კრიზისშია.
    ნათქვამია „ გაგონილს ნანახი სჯობსო“, ამიტომ მოგიწოდებთ, სანამასეთ სისულელეებს მხარს აუბამს ვინმე და სიცრუის მსხვერპლი გახდება, - ჯერ მოვიდეს ჩვენთან, - დაესწროს თითოეულ ლექციას, სპექტაკლს ან თუნდაც ჩვენს მუშაობას ადევნოს თვალყური, დაათვალიეროს ის ფოტო აუდიო და ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთ მათგანში აღბეჭდილია ქალბატონი მედეა ჩახავას და ბატონი ბესიკ ხინთიბიძის საუბარი, თუ როგორ მოქმედებდნეს ისინი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ. ასევე უამრავი მასალებია განხორციელებულ პროექტებზე, გადაღებულ ფილმებზე და თითოეულ ღონისძიებაზე.
    გთხოვთ ჯერ დაათვალიეროთ ჩვენი თუნდაც ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს თუ რას ემსახურება ეს აკადემია და ვინ ყავს გვერდით და რომელი ცნობილი მსახიობები , პედაგოგები, დამსახურებული არტისტები და სახეები უძღვებიან სასწავლო შემოქმედებით პროცესს.
    როგორ შეიძლება საქართველოს წამყვან მსახიობებს : მედეა ჩახავას, ლია ელიავას, მედეა ჯაფარიძეს, მედეა ძიძიგურს, ზურაბ ყიფშიძეს, გივი ბერიკაშვილს, კახი კავსაძეს, ნანული სარაჯიშვილს, ტრისტან სარალიძეს, ნინელი ჭანკვეტაძეს, გუჯა ბურდულს და უამრავ სხა ცნობილ სახეებს, რომელიც ამ აკადემიის სტუმრები იყვნენ და არიან უწოდო სიცრუე და ამხელა დაცინვის ობიექტი გახადო. ეს ხომ მთელი ერის უგულვებელყოპა, შეურაცხყოფა და შეცდომაში შეყვანაა.!!!!!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  31. ukacravad,ikneb momacodot besik xintibidzis studiis koordinatebi? maia.shatirishvili@gmail.com winaswar gixdit madlobas..

    ReplyDelete
  32. aranairi kino,ra sisuleleebs ambobt,mec mand vswavlobdi,fuli maxdevines,magram filmis gadageba ver shedga,mitxres finansuri problemebiao ''mamluqni''-s vgulisxmob,swavlis dones rac sheexeba veraa iseti rogoric zemotaa agwerili,tqven azrze xart msaxiobis ostatobis sheswavla ra rtuli saqmea?me ki mand veranair imeds vxedav,rame gamovides samomavlod,an vinme msaxiobad iqces mag ''akademiidan''...P.S.qartvelebs araferi gveshveleba tu fulis ketebaze magla gulisxmierebas ar davayenebt;)

    ReplyDelete
  33. vercki waroidgent ramdeni ramisswavla sheidzleba am akademiashi imitom rom iq bevri iseti leqtoria romelic dges santlit aris sadzebari da me am akademiam dzalian dzalian didi codna momca rogorc propesiuli tvalsazrisit aseve cxovrebashic da minda gitxrat rom am akademiashi bevr nichier da bevrad dzlier msaxiobsnaxavt vidre teatralur universitetshi

    ReplyDelete
  34. vercki waroidgent ramdeni ramisswavla sheidzleba am akademiashi imitom rom iq bevri iseti leqtoria romelic dges santlit aris sadzebari da me am akademiam dzalian dzalian didi codna momca rogorc propesiuli tvalsazrisit aseve cxovrebashic da minda gitxrat rom am akademiashi bevr nichier da bevrad dzlier msaxiobsnaxavt vidre teatralur universitetshi

    ReplyDelete
  35. მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური აკადემიის რექტორის პასუხი!!!

    პატივი მაქვს , რომ გაცნობოთ ჩვენი ორგანიზაცია 1990 წლიდან მოღვაწეობს ქართული კულტურისა და ხელოვნების სფეროში. ის ერთგულად ემსახურება ერის სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისა და გაჯანსაღების დიდ საქმეს. ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა კომპანიების გვერდში დგომით ჩვენ დახმარებას ვუწევდით მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებულ ფენებს. მატერიალურად ვეხმარებოდით მრავალშვილიან დედებს, მარტოხელა ინვალიდებს და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა შვილებს.
    ჩვენ ხელოვნების სფეროშ მიღვაწე კომპანია ვართ მიუხედავად დიდი სოციალური წინააღმდეგობებისა შევქმენით თეატრალური დასი დავდგით სპექტაკლები. ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია ნებისმიერი ხელოვანისათვის, რადგან ვემსახურებით ადამიანის სულიერი გაჯანსაღების დიდ საქმეს, იმ მძიმე სოციალურ და მატერიალურ პირობებში, რომელიც ჩვენ ქვეყანაშ სუფევს და რომელიც ყველაზე დიდი ხელისშემშლელო პირობაა ხელოვნებისა, განსაკუთრებით თეატრისათვის.
    გთხოვთ ჯერ დაათვალიეროთ ჩვენი ფოტომასალა სადაც ნათლად ჩნს თუ რას ემსახურება ეს აკადემია და ვინ ყავს გვერით, რომელი ცნობილი მსახიობები, პედაგოგები, დამსახურებული არტისტები და სახეები უძღვებიან სასწავლო შემოქმედებით პროცესს.
    როგორ შეიძლება საქართველოს ცნობილ მსახიობებს: მედეა ჩახავას, ზურაბ ყიფშიძეს, ნანული სარაჯიშვილს და სხვა ცნობილ სახეებს, რომელიც ამ აკადემიის სტუმრები იყვნენ უწოდო სიცრუე და დასაცინი გახადო. ეს ხომ არამარტო ჩვენი, აკადემიის, არამედ მთელი ქართველი ხალხის შეურაცყოფაა!!!

    ReplyDelete
  36. ჩვენი ორგანიზაცია 1990 წლიდან მოღვაწეობს ქართული კულტურისა და ხელოვნების სფეროში. ის ერთგულად ემსახურება ერის სულიერი ცხოვრების შენარჩუნებისა და გაჯანსაღების დიდ საქმეს. ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა კომპანიების გვერდში დგომით ჩვენ დახმარებას ვუწევდით მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებულ ფენებს. მატერიალურად ვეხმარებოდით მრავალშვილიან დედებს, მარტოხელა ინვალიდებს და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა შვილებს.
    ჩვენი ხელოვნების სფეროში მიღვაწე კომპანია ვართ მიუხედავად დიდი სოციალური წინააღმდეგობებისა შევქმენით თეატრალური დასი დავდგით სპექტაკლები. ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია ნებისმიერი ხელოვანისათვის, რადგან ვემსახურებით ადამიანის სულიერი გაჯანსაღების დიდ საქმეს, იმ მძიმე სოციალურ და მატერიალურ პირობებში, რომელიც ჩვენ ქვეყანაშ სუფევს და რომელიც ყველაზე დიდი ხელისშემშლელო პირობაა ხელოვნებისა, განსაკუთრებით თეატრისათვის.

    ReplyDelete
  37. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  38. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  39. https://m.facebook.com/home.php?_rdr#!/home.php?soft=side-area
    ჩვენს გვერდზე არის თქვენი ნახსენები გაზეთის ნაგლეჯების ფოტოები რომელსაც გირჩევთ კარგად დააკვირდეთ! ასევე ფოტოებზეა ადამიანები რომლებიც ჩვენთან "მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური კინოაკადემიაში" უძღვებიან მასტერკლასს . გვერდი ახალშექმნილია და თქვენდა სამწუხაროდ სტატიის ავტორო კიდევ ბევრი ცნობილი ვარსკვლავის სურათი დაიდება ჩვენი აკადემიის კედლებიდან.

    ReplyDelete
  40. https://m.facebook.com/home.php?_rdr#!/home.php?soft=side-area

    ReplyDelete
  41. gamarjobat me am akademiis moswacle var choulebrivat gaviare kastingi gadavixade tanxa 50 lari swavlis da daregistrirebis rodesac saaxlshi movedi am statias wavawydi da iq agar mivsulvar erti gakvetilic aravis movukitxivar da roca tanxis gadaxdis tro movida telefonze shtyobineba tavad momweresss.....pirvelad shetanili tanxa damibrundebaa batono besik tu ara?

    ReplyDelete
  42. me 2006 wels gadamiges gamis maniakshi,epizodur rolshi var :D

    ReplyDelete
  43. martalia magari idioturi adgilia yvelapris masavlebeli erti rogor unda iyos????

    ReplyDelete
  44. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  45. https://besikkhintibidze.wordpress.com/2015/07/03/

    ReplyDelete
  46. https://www.facebook.com/pages/მედეა-ჩახავას-სახელობის-თეატრალური-კინო-აკადემია/116398038512258?ref=aymt_homepage_panel

    ReplyDelete
  47. ვერ მეტყვით რა მდგომარეობაა ამ აკადემიაშია მინდა ვისწავლო და ღირს თუ არა სწავლა?

    ReplyDelete