Monday 23 November 2009

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება


გილოცავთ გიორგობას!

დღეს პატრიარქი 500 ბავშვის ნათლია გახდა. ეს ნათლობის უკვე მე-9 რიტუალი იყო. 2008 წლიდან მოყოლებული უწმინდესმა 4000-ზე მეტი ბავშვი განათლა. ტრადიცია 2 წლის წინ დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად იზრდება ნათლულების რაოდენობა. საქართველოს ეკლესიის კანონიკური წესებით, ნათლულებს შორის ქორწინება არ არის მიღებული. გამოდის რომ ამ 4000 (მომავალში კიდევ ხომ მოიმატებს) ბავშვს ერთმანეთში ქორწინება არ შეეძლებათ? ამ თემაზე ზაფხულში, ერთ-ერთი ნათლობის დროს ვაკეთებდი სტატიას. 

დიიიიიდიიი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება სირთულით არანაკლებ ჩამოუვარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას. იმ პერიოდში უწმინდესი გერმანიაში იმყოფებოდა და კომპეტენტური პირების ნაწილი მასთან ერთად იყო წასული. მთელი დღის განმავლობაში დავურეკე 10-მდე მეუფეს, პრესცენტრი ხან ვისთან მამისამართებდა ხან ვისთან... მეუფეები შეკითხვაზე სხვადასხვა მიზეზით პასუხს არ მცემდნენ.
ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქო პატრიარქის ნათლულთა შორის ქორწინების წინააღმდეგი არ არის, რადგან ისინი უწმინდესის ნათესავები გამოდიან და არა ერთმანეთის; პატრიარქის ინიციატივა ერში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით გამოითქვა. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ საწინააღმდეგო მოხდეს და ერის გამრავლებას ხელი შეეშალოს. საპატრიარქოში ასევე უარყოფენ აზრს, რომ მომავალში, თითქოს, მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები მოინათლებიან.  თუმცა კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8). მასში პატრიარქის მიერ მონათლულთა საკითხი გამონაკლისის სახითაც არაა აღნიშნული. `ეს წესი გავცრელდება მათზეც. თუმცა, სასულიერო პირთა შორის საუბარია, რომ რამდენადაც პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ. რახან ჯერჯერობით შესაბამისი კანონიკური საფუძველი არ არის, მე პირადად, ამას ვერ დავეთანხმები.'


11 comments:

  1. asea yvelafers ise chrian da keravn rogorc acyobt

    ReplyDelete
  2. ეგრეც რომ იყოს იაღოველებივით საუბრობთ არ იცით რაზე საუბრობთ. ბიბლია წაიკითხე და მერე ისაუბრე რა არის დასაშვები და რა არა თვინს ნუ უჩირებთ ხალხს

    ReplyDelete
  3. ნოდარ ლადარია23/11/09 9:00 pm

    არანაირი პრობლემა არ არის... ერთი მღვდლის მიერ მონათლულთა შორის ქორწინება სრულიად დასაშვებია. იგივეა ეპისკოპოსი და პატრიარქიც. ქორწინება დაუშვებლად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება მონათლულის მიმრქმელს (ყოფით ენაზე ”ნათლიას” უწოდებენ)... თორემ, მაგალითად, თუ ახალგაზრდა მღვდელმა ბავშვი მონათლა, მერე იმ ბავშვმა შეიძლება იქორწინოს ამ მღვდლის შვილზე. მღვდელს შეუძლია საკუთარი შვილი მონათლოს.
    ზუსტად ასევე გაჭირვების შემთხვევაში საერო პირმა მამამ შეიძლება აღასრულოს ნათლობის წესი საკუთარ შვილზე.

    ReplyDelete
  4. http://tavisupalisitkva.blogspot.com/
    chvens eqskluziur informacias tabloididan nu avrcelebT dzalian gtxovT, tu gindaT am masalis sakutar blogze dadeba pirvelwyarodan aiReT. gmadlobT. ketili survilebiT, Eliso Janashia
    gazeT `tavisufali sityvis` redaqtori

    ReplyDelete
  5. Eliso Janashia

    მადლობა გამოხმაურებისთვის!
    თქვენიდან არანაირი ინფორმაცია არ ამიღია, არც კი მინახავს და არ ვიცი რაზე მელაპარაკებით. ამ თემაზე ივლისში მქონდა სტატია გაზეთ 'ვერსიაში' და ბლოგზეც მხოლოდ ჩემი სტატიიდან მაქვს კომენტარები წამოღებული. შესაბამისად, რატომ უნდა მივუთითო თქვენი გაზეთი, არ მესმის.

    ReplyDelete
  6. ბატონო ნოდარ, ამ შემთხვევაში პატრიარქი ამ ბავშვების ნათლიაა, თუ ნათლობის რიტუალის აღმასრულებელი?

    ReplyDelete
  7. კი, დასაშვებია. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყნის ავტოკეფალური ეკლესია დამოუკიდებლად იღებს

    ReplyDelete
  8. გამარჯობა ქალბატონო ნინო,

    წავიკითხე თქვენი სტატია
    "დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება". სტატია ძალიან საინტერესო და აქტუალურია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამბედაობისათვის, რითაც თქვენი კოლეგები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან საზოგადოების მიერ ტაბუირებულ თემებთან დაკავსირებით.

    სტატიის ბოლოს წერთ, რომ " კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8)."

    გადამოწმების მიზნით შევეცადე უშაუალოდ წყარო მენახა, მაგრამ მითითებული კრების შესაბამისს მუხლში საუბარია ნათლიების მიერ ნათლულთა დაქვრივებული დედების ცოლად მოყვანის დაუშვებლობაზე და პირდაპირი აკრძალვა არაა ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ჯვრისწერაში.

    რამდენადაც ვხვდები, ეს აკრძალვა უნდა იყოს მე_6 კრების 53_ე მუხლის მათე ვლასტარისეული ინტერპრეტაცია და არა მსოფლიო კრების განჩინება.

    გთხოვთ, თუ არ შეგაწუხებთ გამოაქვეყნოთ ბატონი დავითის მიერ გამოტქმული აზრის დამადასტურებელი ციტატა. ვგულისხმობ ციტატას მსოფლიო კრებების განჩინებებიდან თუ არის და არა თუნდაც ავტორიტეტული გვიანდელი კანონისტის ინტერპრეტაცია, მას დამეტანხმებით ბევრად ნაკლები ავტორიტეტი აქვს საეკლესიო სამართლისთვის.

    ReplyDelete
  9. მადლობა კომენტარებისთვის :)

    ნოდარ ლადარია
    Anonymous

    აქ საუბარია პატრიარქზე როგორც ნათლიაზე და არა ნათლობის რიტუალის აღმსრულებელზე.ვწუხვარ, თუ საკმარისად ნათლად არ ჩანს ეს სტატიაში და დაგაბნიეთ...

    DK
    თქვენ, ალბათ, ბლოგზე დადებულ პოსტზე საუბრობთ და არა საგაზეთო სტატიაზე...
    სიმართლე გითხრათ, მე მაშინ ვერ მოვახერხე ციტატის მოძიება. ახლა აუცილებლად ვნახავ და ბლოგზეც დავდებ. მადლობა კომენტარისთვის :)

    ReplyDelete
  10. Tavidan mec shemashpota sataurma magram komentarebshi mivxvdi rom ar kopila problema :)
    kide kargi Tore lamis naxevari tbilisis bavshveni patriarqis monatlulia

    dzalian saintereso blogi gaqvs :)
    dges pirvelad agmovchndi shentan

    ReplyDelete
  11. taa

    გმადლობ, ხშირად ესტუმრე ხოლმე :))

    ReplyDelete