Monday, 7 December 2009

როგორ მოვიქცე? მირჩიეთ ყველამ!

გუშინ დილით ლექციაზე ვიყავი ჩვეულებრივ, ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი, რომელიც ასევე ლექციაზე იყო სხვაგან. სასხვათაშორისოდ მომწერა, რომ მის უნივესიტეტში ლექტორმა ბავშვს სცემა და მერე დიდი ამბები დატრიალებულა. რა მაგარი სკანდალია, ახლავე მოვალ, სტატიას დავწერ-მეთქი. ცოტა ხანში წავედი, უკვე სიმშვიდე იყო, ფაკულტეტის დეკანმა დამიდასტურა, რომ მართლაც მოხდა ასეთი რაღაც და ეს ლექტორი გათავისუფლებულია. საღამოს გავიგე, რომ ამ ლექტორს თავის მოკვლა უცდია, ანუ ძალიან ნევიულობს მომხადარს. ახლა ჩემი სტატია რომ გამოქვეყნდეს და ქვეყანამ წაიკითხოს, მეშინია, ამ ქალმა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავს. ეჭვი მაქვს, ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჰოდა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. თვითონ ამბავი ძალიან სკანდალურია, თან უკვე ნამუშევარი მაქვს, გუშინ ავტოსკოლა გავცდინე მაგის გულისთვის... მერე გვიანობამდე ვცდილობდი დამეთახმებინა კომენტარზე თვითმხილველი ბავშვები, საბოლოოდ ვერ ვითანხმებ მგონი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, ღირს ამ ამბის გახმაურება? 

p.s. შეგნებულად არ ვასახელებ სად და როდის მოხდა, იდენტიფიკაფია რომ არ მოახერხოთ :)

5 comments:

  1. რა საშინელებაა : |

    თუ უკვე ცადა თავის მოკვლა, ეხლა რო წაიკითხოს გამოქვეყნებული სტატია წამომიდგენია, მართლა მოიკლავს ალბათ....

    იქნებ რამენაირად ფსიქოლოგამდე მიიყვანოთ ეგ ლექტორი, ან სტატიაში ურჩიოთ ან დეკანს უთხრას ან არვიცი... რამე უნდა მოიმოქმედოთ მართლა თორე როგორც ჩანს ძალიან განიცდის და რამე ცუდი რო მოხდეს სუ რო არ იყოს თქვენი ან "შენი" ბრალი მითუმეტეს არც არის, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეს ის გრძნობა – ეს რ ო არ გამომექვეყნებინა ესე არ მოხდებოდაო და ა.შ

    ReplyDelete
  2. მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევისთვის!

    შენი ბლოგი მომეწონა :)

    ReplyDelete
  3. მადლობა : ) შენიც, ძალიან საინტერესოა.. : )

    ReplyDelete
  4. ramdeni aseti dilemaa jurnalistikashi :|
    modi, rogorc sindisi getkvis, ise moiqeci. tvli sachirod rom gamoaqveyno? mase qeni, arada sheeshvi.
    mtavaria sakutar tavtan iko martali

    ReplyDelete
  5. Dissolved Girl

    მადლობა გამოხმაურებისთვის!
    გადავწყვიტე დიდი ხანია. ამის შემდეგ პოსტში ვწერ როგორც მოვიქეცი :)

    ReplyDelete