Friday, 25 December 2009

დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი...

ინტერნატების ფორმის შეცვლაზე გაიგებდით, ალბათ... ტელეში სიუჟეტს ვაკეთებთ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე და დღეს ერთ ბავშვთა სახლში ვიყავი. მინდოდა გმირი გვყოლოდა და მის ისტორიაზე ამეგო სიუჟეტი, მაგრამ ბავშვების გახსნა ძალიან გამიჭირდა, საერთოდ პირველად მქონდა შეხება ინსტიტუციაში გაზრდილ ბავშვებთან და ძალიან რთული ყოფილა. რომ ვერ ხსნი და ვერ ალაპარაკებ, ეგ ხო ცუდია და რომ ალაპარაკებ, თურმე, მაგაზეც შეიძლება ინერვიულო... :( ერთს ვკითხე თოვლის ბაბუამ რა გინდა მოგიტანოს, ყველაზე მეტად რას ინატრებ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, მაინც არ შემისრულდებაო, მაინც მითხარი-მეთქი, მრცხვენიაო და ბოლოს, დედიკო და მამიკო მინდა შერიგდნენო, თვალები მოუწყლიანდა, ისეთი საყვარელი იყო, გული დამეწვა :( იქნებ მერე ინანა კიდეც თავისი გულწრფელობა, იქნებ არც ინანა, მარა ვნერვიულობ რამე ტკივილი ხომ არ მივაყენე, მე ხო იმიტომ ვალაპარაკებდი, რომ კარგი სიუჟეტი გამომსვლოდა, დაახლოებით ვიცოდი რა სურვილი ექნებოდა და სწორედ ამიტომ ვკითხე, ამის მოსმენა მინდოდა, თორე მაინც ვერაფერს შევუსრულებდი, ანუ მის ემოციებზე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ეგ არ მომეწონა...

p.s. ხშირად ისე ხდება, რომ ჟურნალისტები კარგი მასალის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გულს სტკენენ სხვებს, ძალიან არ მინდა, რომ მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდე. არ ვაპირებდი ბავშვთა საკითხების გაშუქების აღებას, მაგრამ დღეს გადაწყვიტე აუცილებლად გავიარო მომავალ სემესტრში.

3 comments:

  1. ვაიმე საწყალი :(( როგორ შეიძლება ბავშვის ინტერნატში დატოვება ვერ წარმომიდგენია რა გული უნდა ჰქონდეს მშობელს :(.

    იცი რატომ იძახიან რომ ეს ხოვრება ძალიამ სასტიკი არისო? იმიტომ რომ როცა რამის მიღწევა გინდა, ყველანაირ უბედურებას აკეთებ,ყველაფერზე თანახმა ხარ ოღონდ შენ მიზნამდე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ის ჟურნალისტები რომლებიც გულს სტკენენ სხვებს ზუსტად მაგ ლოგიკით მუშაობენ,რადგან ეს ისეთი პროფესიაა გული თუ არ ატკინე , ბევრ რამეს ვერ გაიგებ, შესაბამისად ვერ დაწერ, იგივეა მოდელობა რო უნდათ გოგოებს და საკითხი კუპალნიკებში გამოსვლაზე და გახდაზე რო მიდის და უარს იძახიან, ეგენიც მაგ წამს კარგავენ ყველაფერს.
    ამიტომ თუ გინდა შენ პროფესიაში ბევრს მიაღწიო ცოტა გული გაიყინე მაგ დროს, თორე ყოველთვის თუ ინერვიულე არაფერი გამოგივა.

    ReplyDelete
  2. ბლოგის მეზობლებში დაგამატე... :-) თუ მოისურვებ, შენც შემიყვანე ბლოგ ლისტ-ში

    ReplyDelete
  3. Dreamer Kikito
    მადლობა კომენტარისთვის...
    კარგი მასალისთვის ყველაფრის გაკეთება, არ მიმაჩნია სწორად. მოდელი როცა იხდის, ამით სხვას არაფერი უშავდება. რა თქმა უნდა, ესეც პროფესიული სირთულეა, მაგრამ ჟურნალისტური დილემებისგან განსხვავებულია, რადგან ჟურნალისტი სხვაზეც არის პასუხისმგებელი.

    kanario

    მადლობა, მეც დაგამატეეე :)

    ReplyDelete