ინტერნატების ფორმის შეცვლაზე გაიგებდით, ალბათ... ტელეში სიუჟეტს ვაკეთებთ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე და დღეს ერთ ბავშვთა სახლში ვიყავი. მინდოდა გმირი გვყოლოდა და მის ისტორიაზე ამეგო სიუჟეტი, მაგრამ ბავშვების გახსნა ძალიან გამიჭირდა, საერთოდ პირველად მქონდა შეხება ინსტიტუციაში გაზრდილ ბავშვებთან და ძალიან რთული ყოფილა. რომ ვერ ხსნი და ვერ ალაპარაკებ, ეგ ხო ცუდია და რომ ალაპარაკებ, თურმე, მაგაზეც შეიძლება ინერვიულო... :( ერთს ვკითხე თოვლის ბაბუამ რა გინდა მოგიტანოს, ყველაზე მეტად რას ინატრებ-მეთქი და მიპასუხა, ვიცი, მაინც არ შემისრულდებაო, მაინც მითხარი-მეთქი, მრცხვენიაო და ბოლოს, დედიკო და მამიკო მინდა შერიგდნენო, თვალები მოუწყლიანდა, ისეთი საყვარელი იყო, გული დამეწვა :( იქნებ მერე ინანა კიდეც თავისი გულწრფელობა, იქნებ არც ინანა, მარა ვნერვიულობ რამე ტკივილი ხომ არ მივაყენე, მე ხო იმიტომ ვალაპარაკებდი, რომ კარგი სიუჟეტი გამომსვლოდა, დაახლოებით ვიცოდი რა სურვილი ექნებოდა და სწორედ ამიტომ ვკითხე, ამის მოსმენა მინდოდა, თორე მაინც ვერაფერს შევუსრულებდი, ანუ მის ემოციებზე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ეგ არ მომეწონა...p.s. ხშირად ისე ხდება, რომ ჟურნალისტები კარგი მასალის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გულს სტკენენ სხვებს, ძალიან არ მინდა, რომ მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდე. არ ვაპირებდი ბავშვთა საკითხების გაშუქების აღებას, მაგრამ დღეს გადაწყვიტე აუცილებლად გავიარო მომავალ სემესტრში.


