Saturday, 12 December 2009

აი, ჩემი ნაძვის ხე :)

ბევრი ვიცადეთ, მაგრამ ვეღარ გავძელით მე და ჩემმა დამ და დღეს მოვრთეთ ნაძვის ხე. წინა წლებში ერთი ფერის სათამაშოებით ვრთავდით, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ აგვეჭრელებინა. ბავშვობის რამდენიმე სათამაშოც მოხვდა ხეზე :) შემდეგ დღეებში ჩავასწორებთ და კიდევ გავალამაზებთ ახალ წლამდე :) ნათურებსაც რამდენიმე დღეში ავანთებთ...

2 comments:

  1. ჰოდა საერთო ხედიც დადეთ. და რაც შეიძლება, მეტი ნათურა. ფული არ დაგეზაროთ: იყიდეთ კარგი და დიდხანს გამოგადგებათ.
    ვინა ვარ, რჩევებს რომ ვიძლევი? ის, ვისაც ნაძვის ხეზე მინიმუმ 500 ნათურა უნთია ;))

    ReplyDelete
  2. ჩემს ნაძვის ხესაც ბევრი ნათურა აქვს :)))) არ გავსულვარ ჯერ სუპერში, გუდვილში ვიყიდე 1-2 და კიდევ ვიყიდი და უუუფრო გავალამაზებ :)
    სულ რომ მოვრჩები, საერთო ხედს მერე დავდებ :)

    ReplyDelete